ტაროს წინასწარმეტყველების მიხედვით, ყველა ადამიანს საკუთარი მფარველი ანგელოზი ჰყავს. ისინი მუდმივად, მთელი ცხოვრების განმავლობაში უხილავები არიან და ადამიანების მას ვერ ამჩნევენ. თუმცა როგორც არ უნდა იყოს ადამიანი, საკუთარი ხასიათით, საკუთარი ქმედებებით, მისი მფარველი ანგელოზი მუდმივად ეხმარება და მხარს უჭერს მას. ტაროს წინასწარმეტყველების მიხედვით ეს მისი მისია, მაგრამ რამდენად ისმენს ადამიანი მის რჩევებს?
ტაროს მიხედვით, იმის მიხვედრა, რომ მფარველი ნაგელოზი მათთანაა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ ვინც ენერგიების მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან. „მფარველი ანგელოზები“ მუდმივად აძლევენ მათ სხვადასხვა სახის მინიშნებეს, თუმცა მხოლოდ იშვიათად შეუძლიათ ადამიანებს იმ დეტალებისთვის ყურადღების მიღწევა, რომელსაც ის მათ უგზავნით.
იმის გასაგებად თუ რეალურად რისი თქმა სურს თქვენს მფარველ ანგელოზს, პირველ რიგში მოუსმინეთ საკუთარ თავს და მარტივად აირჩიეთ ერთ-ერთი კარტი, ის რომელმაც პირველად მიიპყრო თქვენი ყურადღება.
- თუ თქვენ პირველი კარტი აირჩიეთ ეს ახალ დასაწყისზე მიუთითებს
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ გაქვთ რეალური შესაძლებლობა დაივიწყოთ წარსული, წარსულში დაშვებული შეცდომები და ცხოვრება დაიწყოთ ნულიდან. ისიამოვნეთ ყველაფერი ახლით, იქნება ეს ახალი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, ახალი სამუშაო თუ ახალი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ახალი ცხოვრების დაწყება საკმაოდ რტულია, გამოიჩინეთ მაქსიმალური ნებისყოფა, სრულად დაიხარჯეთ და თქვენთვის ყველაფერი კარგად იქნება. გირჩევთ, რომ მაქსიმალურად გაიფართოვეთ ჰორიზონტი და სრულიად ახალი თვალით შეხედეთ ყველაფერს.
- მეორე კარტი მიანიშნებს, რომ თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით აგისრულდებათ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენი სურვილები რეალობად იქცევა. საბოლოოდ იპოვით სიმშვიდეს და ბედნიერებას, რომელსაც ასე ესწრაფვით. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ მოეკიდოთ ახალ საქმეს, რომელიც დიდ წარმატებას მოგიტანთ. უბრალოდ მაქსიმალურად იწამეთ თქვენი შესაძლებლობები, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერს შეძლებთ და ეს აუცილებლად გამოგივათ. თქვენ გაქვთ საკმარისი უნარები ამისთვის და ამასთან საკმაოდ კარგად აფასებთ თქვენ შესაძლებლობებს.
- მესამე კარტი მიანიშნებს, რომ უნდა ელოდოთ სრულიან მოულოდნენ სასწაულს
გირჩევთ, რომ მაქსიმალურად ეცადოთ აღიდგინოთ რწმენა საკუთარი თავის მიმართ და მაქსიმალურად ირწმუნოთ თქვენი შესაძლებლობების. ეს არის ის რაც ნამდვილად გჭირდებათ. მიუხედავად სირთულეებისა, რომელიც თქვენს წინაშეა, თქვენ გაქვთ ძალა, რომ ისინი დაძლიოთ. უბრალოდ კარგად გაანალიზეთ ის თუ რა შეგიძლიათ, ზუსტად განსაზღვრეთ თქვენი მიზანი და მაქსიმალური რწმენით ყველაფერი გამოგივათ.
- მეოთხე კარტი მიანიშნებს, რომ მადლი, რომელიც დათესეთ შედეგს გამოიღებს
თქვენს წინაშეა ახალი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შესაძლოა საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე იყოთ თქვენ ყველაფერს შეძლებთ. თქვენი მფარველი ანგელოზები თქვენთან არიან და ყველაფერში გეხამრებიან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოგჯერ თავი სრულიად მარტოსულად იგრძნოთ, დარწმუნებული იყავით, რომ ანგელოზები თქვენთან არიან.
- მეხუთე კარტი ნიშნავს, რომ ახლა დროა მიიღოთ დამატებითი ცოდნა და გამოცდილება
ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც მაქსიმალურად უნდა ეცადოთ გაიღრმაოდ ცოდნა, იკითხოთ რაც შეიძლება მეტი და მოისმინოთ თქვენზე უფრო გამოცდილი ადამიანების რჩევები. იდეალური დროა ახალი უნარების ასათვისებლად და თუ ამჟამად უკვე ამას აკეთებთ, ეცადეთ, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომება გამოიჩინოთ. მიღებული განათლება აუცილებლად გამოიღებს შედეგს და სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან წარმატებეზე მიანიშნებს.
- მეექვსე კარტი – რწმენა
იწამეთ, რომ ანგელოზები თქვენთა არიან. ეცადეთ, რომ განთავისუფლდეთ შიშებისგან. მიუხედავად მწარე გამოცდილებისა და იმედგაცრუებებისა ნუ დაკარგავთ რწმენას, იწამეთ ადამიანების და იწამეთ საკუთარი თავის. ეს მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თქვენს წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.
Discussion about this post