ყველას უნდა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. რამდენიმე პრაქტიკული ხრიკის მეშვეობით 5 წლის მოკლება სავსებით მიღწევადია.
იყავით თამამი: ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, თამამი აქსესუარების ტარება ყოველთვის შეგიძლიათ. შემატეთ ერთი შთამბეჭდავი და მოულოდნელი დეტალი თქვენს იმიჯს. ეს შეიძლება იყოს ნათელი ფერის კაშნე, ქვედაბოლო ან ორიგინალური პრინტის მქონე მაისური.
წარმოაჩინეთ მეტი დინამიურობა: უბრალო ზოლებიანი მაისური გაცილებით მხიარულს და ენერგიულს გაგხდით. არჩიეთ წვრილი ჰორიზონტალური ხაზები, რადგანაც ფართო ზოლები უფრო ასაკოვანს გამოგაჩენთ. კოპლებიან სამოსსაც იდენტური პოზიტიური ეფექტი აქვს.
გაანათეთ სახე: რაც უფრო ნათელია სახე, მით უფრო პოზიტიურად გამოიყურებით. სახის გასანათებლად ეფექტური გზაა თეთრ საყელოიანი სამოსის ჩაცმა.
Discussion about this post