ინტერნეტში ბევრ რჩევას მიიღებთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ტანსაცმელზე არსებული სხვადასხვა ტიპის დაზიანება. თუმცა, სამწუხაროდ პრაქტიკაში ყველა არ ამართლებს.
მითი #1: წითელი ღვინის ლაქა თეთრი ღვინით ამოდის.
დიახ, ლაქა გაქრება ამ მეთოდის გამოყენებით, მაგრამ არა მთლიანად. თქვენ უბრალოდ ფერის ნეიტრალიზებას მოახდენთ.
მითი #2: ბეწვებს პემზის ქვის დახმარებით მოიშორებთ.
ის არ აცილებს მათ და ასეთი მეთოდით უბრალოდ სამოსის ზედაპირს ვარცხნით. ეს მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, როცა უბრალოდ გსურთ, რომ ბეწვი უფრო ნაკლებად გამოჩნდეს.
მითი #3: ტუჩსაცხის ლაქა თმის სპრეით ცილდება.
ნუ დაკარგავთ დროს! პირიქით, ამ მეთოდი გამოყენების შემთხვევაში ლაქა უფრო ღრმად ჩაჯდება ნაჭერში.
მითი #4: ბანანის ქერქი ფეხსაცმელებს ბრწყინვალებას დაუბრუნებს.
ბანანით გაწმენდის შემდეგ როგორც კი ფეხსაცმელი გაშრება, ის ისევ ძველ იერს მიიღებს.
Discussion about this post