მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა, გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” საკუთარი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა.
ნინი ამბობს, რომ სხვა ადამიანები ერეოდნენ მის პირად ცხოვრებაში და ძალიან უჭირდა ურთიერთობების დალაგება.
“უფრო ადრეულ ასაკში ოჯახი ინტერესდებოდა, ვინ მომწონდა, ვის მოვწონდი, ვისი შვილი იყო, ალბათ, ჩემს ოჯახში უფრო მეტად აქტუალური იყო ან შეიძლება, არცაა ასე… ეკაზე რა მითებიც არსებობდა, რომ ის იყო ტირანი, დაჰიპნოზებული ვყავდი და ჩემს ცხოვრებაში ერეოდა, ასე ნამდვილად არ ყოფილა… ყველაზე მეტად “კეთილისმსურველები” არ მიყვარს… სხვა ადამიანები ერეოდნენ და ერევიან ჩემს პირად ცხოვრებაში. მიჭირდა ურთიერთობების დალაგება და დღემდე ძალიან ვუფრთხილდები ურთიერთობებს, იმდენი ცუდის მსურველია, რომ არ მინდა არავის ჩარევა ჩემს ცხოვრებაში…”
Discussion about this post