ჟურნალ რეიტინგის ინფორმაციით, მომღერალი გია სურამელაშვილი ეპატაჟური ქცევების გამო საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მუდმივად ექცევა. „რეიტინგისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მას ამჯერად დაპირისპირება მეგობართან, მომღერალ კაკი ბოლქვაძესთან მოუვიდა. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, კაკი ბოლქვაძის შემოქმედებით საღამოზე მოხდა, სადაც უამრავი სტუმარი და არაერთი მომღერალი იმყოფებოდა.
ჩვენი წყაროს ცნობით, გია სურამელაშვილს სურვილი ჰქონდა კონცერტზე ემღერა და ყურადღების ეპიცენტრში თავად მოხვედრილიყო, მან შეუარხცყოფა მიაყენა მის პროდუსერს, რაზეც კაკი ბოლქვაძემ მას შენიშვნა მისცა, მოგვიანებით კი რესტორნიდან დაცვას გააგდებინა. „რეიტინგი“ კაკი ბოლქვაძეს დაუკავშირდა და დეტალების გარკვევას მასთან შეეცადა.
– კაკი, გავრცელდა ინფორმაცია რომ ინციდენტის შედეგად, საკუთარი კონცერტიდან გააგდეთ გია სურამელაშვილი, რა მოხდა?
– ეს არ იყო ინციდენტი, ვფიქრობ მას გამიზნული ჰქონდა ჩემი კონცერტის ჩაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება. გიასთან წლებია მჭიდრო კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს, ბევრი სიმღერის სტუდიურ ჩაწერაში დავეხმარე, რამდენიმე ჩემი სიმღერაც აქვს ნამღერი, მას უნდა ემღერა ჩემს კონცერტზე, რაღაც სიმღერებზე ვერ შეთანხმდა პროდუსერთან და ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც შუა დარბაზში აკადრა თავის მენეჯერს. რის გამოც ძალიან გავბრაზდი და უხამსი სიტყვებით მივმართე, ზუსტად ხუთ წუთში დაეტოვებინა რესტორანი და წავიდა კიდეც. ვისთანაც გასდის იმასთან მოაწყოს ასეთი ისტერიკები, კაკი ბოლქვაძე ის მომღერალი არაა, რომელსაც ასეთ ქცევას აკადრებ.
– კონცერტმა როგორ ჩაიარა?
– კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, ხალხი მწერს რომ გავიმეოროთ. შუა სცენაზე ვიდექი, როცა გავიგონე აგინებდა მენეჯერს და ვუთხარი ისტერიკები სახლში დატოვეთ-მეთქი და სასწრაფოდ დატოვა რესტორანი. შერიგება არ მიცდია, მაგას სადაც ვნახავ იქ დავსჯი, ისე როგორც მტყუანი ადამიანები ისჯებიან. მისი სახელის ხსენებაც არ მინდა
Discussion about this post