ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მიერ ბულგარეთში დასვენების დროს გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას, რომელსაც თან სახუმარო აღწერა ახლდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ვინც ელიტარულ პრესას ეცნობით ისედაც გაიგებდით, რომ ბულგარეთის ოქროს ქვიშებზე ვისვენებ. ფოტო ქვეყნდება მათთვის, ვინც დუხჭირი ცხოვრების გამო ჟურნალ- გაზეთებს ვერ ყიდულობს.“- დაწერა ლიკლიკაძემ. ფოტო გურამ შეროზიას ბლოგზეც გაზიარდა სადაც ლიკლიკაძე ზოგმა წელზემოთ გახდილი ფოტოს გამო გააკრიტიკა, ზოგმა ხუმრობის არსი ვერ გაიგო და ზოგმა ძუძუების გამო.
„აწი აღარასოდეს შევისუნთქავ ფოტო გადაღების დროს. მუცელი კი დავმალე ამ ფორმით, მაგრამ ძუძუები დამაჩნდა არაბუნებრივად. ბლოგერ გურამ შეროზიას გვერდზე უსაქმური ქალები მათრევენ, სულ “ძუძუებიანი თავხედი” მეძახეს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, სინამდვილეში ამხელა ძუძუები არ მაქვს. მეტის ღირსი ვარ! ადამიანი უნდა იყო ის რაც ხარ, არანაირი შესუნთვა და სიმულაცია.“- დაწერა ლიკლიკაძემ მოგვიანებით.
Discussion about this post