იაპონელი მეცნიერების დასკვნით, სოკოს რეგულარული მიღება (2-ჯერ და მეტჯერ კვირაში) საგრძნობლად ამცირებს ხანდაზმულ მამაკაცებში პროსტატის კიბოთი დაავადების რისკს.
ამ მიზნით მკვლევარებმა 36,4 ათასი მამაკაცის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ორ მსგავს კვლევაში მონაწილეობდნენ.
მონაცემების თანახმად, ექიმებმა დაადგინეს, რომ ამ ხნის განმავლობაში პროსტატის კიბოთი კვლევაში მონაწილე მამაკაცების 3.3% დაავადდა.

ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც სოკოს რეგულარულად (1-2 ჯერ კვირაში) მიირთმევდნენ კიბო 8%-ით ნაკლებად დაემართათ, ხოლო მათ ვინ უფრო ხშირად (3-4 ჯერ კვირაში) – 17%-ით.
ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან, რის გამო მოქმედებს სოკოს ხშირი მიღება ამგვარად მამაკაცებზე და მუშაობის გაგრძელებას სწორედ ამ მიმართულებით აპირებენ.
Discussion about this post