რუსეთში, ქალაქ გატჩინის ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს ქალმა პოლიციაში უჩივლა. მიზეზი მისი ერთი წლის შვილის ნათლობა გახდა. სასულიერო პირმა ნათლობისას პატარა ბავშვზე ძალა გამოიყენა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ნათლობის შემდეგ პატარას სხეულზე სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნებოდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს , რომ მღვდელი ძალის გამოყენებით ცდილობს ბავშვი ემბაზში ჩასვას, მღვდლის შეჩერებას დედა ცდილობს, თუმცა მღვდელი ბავშვს მას არ ანებებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სასულიერო პირი მღვდელმსახურებას ჩამოაშორეს, თუმცა თავად ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ ბავშის დედა არაეკლესიური და შვილის ნათლობისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა.
Discussion about this post