მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” ახალი ფუნქცია – პირდაპირი ეთერი, იგივე “ლაივი” უფროდაუფრო პოპულარული ხდება და ინტერნეტ მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ფუნქციას აქტიურად იყენებს.
ადამიანები მობილური ტელეფონებიდან “ფეისბუკის” დახმარებით პირდაპირ ერთვებიან სახლიდან, სამსახურიდან, ქუჩიდან, მათ შორის ტრანსპორტიდანაც, იმ დროსაც კი, როდესაც პარალელურად მანქანას მართავენ. ამ დროს კი ნაკლებად ვაანალიზებთ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა “ლაივმა” მოგვიტანოს.
სწორედ მსგავსი რამ შეემთხვა 2 ახალგაზრდა გოგონას, რომლებიც ავტომობილის მართვის პარალელურად “ფეისბუკის” პირდაპირ ეთერს რთავდა, რის შედეგიც ფატალური გამოდგა…
ვიდეოს უცვლელად გთავაზობთ:
Discussion about this post