გამოცდილმა მზარეულებმაც კი იციან, რომ მხოლოდ სწორი რეცეპტი არ კმარა გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად. თუმცა, კარგი რეცეპტიც არაა მხოლოდ კარგი ინგრედიენტების ნაზავი. გემრიელი კერძის გასაკეთებლად მისი მომზადების ყველაზე ეფექტურ წესებს უნდა იცნობდეთ!
ხორცის ხშირი გადატრიალების შემთხვევაში მას აღარ ექნება ხრაშუნა ზედაპირი და გემრიელი წვენი. ამის ნაცვლად შეგიძლიათ ტაფა უბრალოდ ოდნავ შეაჯანჯღაროთ.
ნაზად ჩააგდეთ კვერცხი ცივი წყლით სავსე ღრმა ჯამში. ახალი და კარგი კვერცხი ფსკერამდე ჩაიძირება. თუ ის წყალს დააბალანსებს და შუაში მოექცევა, ესეიგი 2-3 კვირისაა, მაგრამ ჯერ კიდევ კარგია. თუ კვერცხი წყლის ზედაპირზე დარჩა, მაშინ იგი საკვებად აღარ ვარგა.
ახლად მომზადებული ხორცის მაშინვე მაგიდასთან მიტანა შეცდომაა. დაელოდეთ ცოტა ხანი, რათა მისმა არომატმა და წვენმა “დაისვენოს” და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიღეთ იგი თეფშზე.
Discussion about this post