გადაწყვიტეთ რაიმე ორიგინალური მოამზადოთ, მკაცრად მიყვებით რეცეპტს, მაგრამ შედეგი მოლოდინს არ ამართლებს? მსგავსი სიტუაცია ალბათ ერთხელ მაინც გამოგვიცდია. ნახეთ რის გამო შეიძლება ხდებოდეს ეს:
ტაფის გადატვირთვა: გახსოვდეთ, თუ გინდათ ხორცი გემრიელად მომზადდეს, მას საკმარისი სივრცე უნდა დაუთმოთ ტაფაში.
არაწებოვანი ტაფის გამოყენება: იმისთვის, რომ ხორცს ხრაშუნა ზედაპირი ჰქონდეს, მსგავსი ტაფა ომლეტისა და ბლინებისთვის გამოიყენეთ. ხორცი მოამზადეთ გრილზე ან თუჯის ტაფაზე.
არ ამარილებთ წყალს პასტის მომზადებისას: იდეალური პასტისთვის წყალში მარილი აუცილებლად უნდა ჩაყაროთ. მისი დეფიციტით უგემურ მაკარონს მიიღებთ.
შეწვა ზეითუნის ზეთში: მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი სასარგებლო თვისებებს კარგავს და საკვების გემოსაც აფუჭებს. გამოიყენეთ ის სალათებისთვის, ხოლო მზესუმზირის ზეთი შეწვისთვის.
Discussion about this post