Ge News
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • All
    • ბანკები
    • ბიზნესი
    • სტატისტიკა
    • ფინანსები
    იანვარში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

    იანვარში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

    უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისთვის – დოლარი – 2.9688 ლარი, ევრო – 3.2784, ფუნტი – 3.6623

    უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 სექტემბრისთვის – დოლარი – 2.9660 ლარი, ევრო – 3.2668, ფუნტი – 3.6153

    98 260 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

    ხვალიდან ქართულ ბაზარზე Coca-Cola Energy გამოჩნდება – „მისი მიღება ბავშვებისთვისაც დასაშვები იქნება“

    ბიზნეს სექტორის ბრუნვა 26,6%-ით გაიზარდა – რა მოცულობისაა ქართული ბიზნესი

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9683 ლარი გახდა

    მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – პროკურატურა ცდილობს პოლიტიზირებულ საქმეზე, გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე

    “ქვეყნის სადავეები თუ გინდა ხელში ჩაიგდო, მას ენერგეტიკა არ უნდა ჰქონდეს – ეს უნდოდა რუსეთს”

    საქართველომ გასულ წელს საგარეო და საშინაო ვალში ორ-ნახევარი მილიარდი ლარი გადაიხადა

    “ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა” – ნათია თურნავა

    „ბადრი ჯაფარიძე და მე ვართ ერთი ოჯახის წევრები და აქ შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს“ – მამუკა ხაზარაძე

    ავიაკომპანია Flynas ფრენებს ბათუმის მიმართულებით იწყებს

    Samsung Galaxy S10 სმარტფონები უკვე საქართველოშია!

    1 აშშ დოლარი 2.6864 ლარი ღირს

    გალტ ენდ თაგარტმა წარმატებით გამოუშვა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2 წლიანი ობლიგაციები

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    Trending Tags

    • საზოგადოება
    • სამართალი
    • მსოფლიო
    • განათლება
    • სხვადასხვა
      • All
      • კულინარია
      • კულტურა
      • მოდა
      • რელიგია
      • სპორტი
      • ჯანმრთელობა
      “ნუ გეშინია, მოვდივარ…ეს ვუთხარი… თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა” – რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

      “არ უარვყოფ , როცა მე და ოთარი შევუღლდით მას ოფიციალურად ცოლი ისევ ჰყავდა…“ – ოთარ ტატიშვილის მეუღლე პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა

      თუ მხედველობის პრობლემა გაქვთ მკურნალობის ეს ხალხური მეთოდები დაგეხმარებათ

      ეს საოცარი საშუალებები თვალისჩინის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

      თუ უძილობა და სტრესი გაწუხებთ მკურნალობის ეს მეთოდი გამოგადგებათ

      თუ დაღლილობასა და ენერგიის არ ქონას უჩივით, ეს ხალხური სამკურნალო მეთოდები დაგემხარებათ

      აირჩიეთ სურათი და გამოავლინეთ თქვენი სულის საიდუმლო სურვილი

      როგორ გავთავისუფლდეთ ოფლიანობისგან

      თუ თირკმელი გაწუხებთ

      თუ თირკმელი გაწუხებთ

      ვენების უებარი წამალი

      ვენების უებარი წამალი

      ხახვის ფურცლები ქერტლის მოშორებაში დაგეხმარებათ

      როგორ უმკურნალოთ ფეხის სოკოს

      როგორ უმკურნალოთ ფეხის სოკოს

      რა არ ვცადე კოჟრების მოსაშორებლად, მაგრამ არაფერმა მიშველა ისე, როგორც ამ ხალხურმა მეთოდმა

      მიიღეთ პოზიტიური შეტყობინება თქვენი კვირის უკეთ წარსამართად – აირჩიეთ ბარათი

      აღმოაჩინეთ რა გელით შემდეგ კვირას და მიიღეთ ინსპირაციული შეტყობინება – აირჩიეთ ბარათი

      თქვენს მიერ არჩეული ჯადოსნური ჩიტი გეტყვით, რა გელით შემდეგ თვეში

      როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოსა და წყლულებს ხალხური მეთოდებით

      როგორ ვუშველოთ დახეთქილ კანს სახლის პირობებში

      აღმოაჩინეთ თქვენი ფარული ძალა და მთავარი გამოწვევა – აირჩიეთ ლანდშაფტი

      გსურთ გაიგოთ მეტი თქვენი წარსული ცხოვრების შესახებ? აირჩიეთ საათი ამის გასარკვევად

      შეარჩიეთ ბარათი და შეიტყვეთ, ენდობით თუ არა საკმარისად  საკუთარ თავს, რათა შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში

      No Result
      View All Result

          Home სხვადასხვა რელიგია

          საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

          Ge News by Ge News
          აპრილი 8, 2019
          in რელიგია
          0 0
          0
          საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
          0
          SHARES
          108
          VIEWS
          Share on FacebookShare on Twitter

          საქართველოს საპატრიარქო ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

          „2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ.

          ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მატიანე „ქართლის ცხოვრება” გვაუწყებს, რომ შემდგომად უფლის ამაღლებისა, რაჟამს მოციქულებმა წილი ყარეს, საქართველოს მოქცევა წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

          ივერიაში სამოგზაუროდ განმზადებულ ზეციურ დედოფალს გამოეცხადა უფალი და უბრძანა, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, ხოლო საქართველოში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოეგზავნა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

          ხელთუქმნელი ხატის, შემდგომში აწყურისად წოდებულის, შესახებ მაცხოვარმა ბრძანა, რომ იგი ღვთისმშობლის წილ ანუ მის ნაცვლად დამკვიდრდებოდა ქართველთა მცველად უკუნისამდე ჟამთა ანუ ვიდრე ქვეყნის აღსასრულამდე.

          წილხვდომილობა – ქვეყნის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი

          2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა ანუ იდენტობა. ღვთისმშობელმა განაპირობა არა მარტო ჩვენი სულიერება, არამედ ასევე შგვაძლებინა შეგვექმნა საკაცობრიო მნიშვნელობის კულტურა, აგვეშენებინა და გადაგვერჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

          ღვთისმშობლის შეწევნა ისევე როგორც წარსულში, დღესაც უდიდესი ძალაა ჩვენი ქვეყნისა. ზეციური დედოფლის წყალობით აღდგა და ვითარდება ქართული სახელმწიფოებრიობა.

          სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში მეტად რთულად და წინააღმდეგობრივად მიმდინარეობს პროცესი ათეისტური ძალადობის შედეგად დაზიანებული ეროვნული ცნობიერების გაჯანსაღებისა.

          ეროვნულ თვითმყოფადობასთან გაუცხოება, რასაც გლოვობდა ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლო საუკუნეების ყველა ღირსეული მამულიშვილი, არის მთავარი მიზეზი თანამედროვე საზოგადოების გათითოკაცებისა, უდიდესი სულიერი და ეროვნული ფასეულობების მქონე ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და კონსოლიდაციის დეფიციტისა. მტკიცე სულიერი საძირკვლის გარეშე ქვეყნის აღმშენებლობის ყოველგვარი მცდელობა მარცხისათვის არის განწირული.

          ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა სულიერი და ინტელექტუალური ძალების ერთიანობაში ჩამოყალიბდა და საუკუნეების მანძილზე ერთ მთლიან სამწყსოდ კრავდა ჩვენს ერს. დღეს ეს საძირკველი შერყეულია, ერთობა დარღვეულია; მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს ღვთის ძალაზე დაფუძნებულ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას.

          სწორედ ღვთაებრივ ნებასა და ენერგიებთან ადამიანურის შეერთების ანუ სინერგიული კავშირის აღდგენის მიზნით დააფუძნა უწმინდესმა სულიერებისა და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ელიას მთაზე სამების ლავრაში. ასევე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ისეთი მუზეუმი, რომელიც შესთავაზებს ჩვენ საზოგადოებას ფასეულობით განათლებას, ანუ ისეთ ცოდნას, რომელიც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გათვალისწინებით იქნება შემუშავებული; ცოდნას, რომელიც არა მარტო წარმოაჩენს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სულიერ მნიშვნელობას, არამედ თავად იქნება ნაყოფი სარწმუნოებისა და მეცნიერების, სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობისა. სამების ლავრისა და ღვთისმშობლის სავანის გარშემო გაერთიანებით საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრი მონაწილე ხდება ეროვნული თვითმყოფადობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის პროცესისა.

          წილხვდომილობა – სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის საფუძველი

          საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე არსებობდა შემწყნარებლობის ანუ ტოლერანტობის მაღალი კულტურა. ღვთისმშობლის წყალობით ამ სათნოებამ ჩვენს ერში უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემის განახლება ყველა სხვა სათნოებებთან ერთად ჩვენ საზოგადოებაში აღადგენს ასევე შემწყნარებლობის მდიდარ ტრადიციას. ეს იქნება სასარგებლო არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ასევე ტოლერანტობის სერიოზული დეფიციტის მქონე თანამედროვე მსოფლიოსათვის.

          ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა ვითარცა ქვეყნის იდენტობისა და უსაფრთხოების აღმნიშვნელი თარიღი, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნისა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის სახალხო დღესასწაულის ხასიათს შეიძენს.

          საქართველოს მოსახლეობის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის როგორც ქვეყნის თვითმყოფადობის მთავარი მახასიათებლის გაცნობიერება გახდება საწინდარი სამოქალაქო თანხმობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა.

          წილხვდომილობა – პრივილეგია თუ პასუხისმგებლობა

          ღვთისმშობლის მფარველობა არ ნიშნავს ჩვენს პრივილეგიას სხვა ერებთან შედარებით. უფალი ყოველ ერს მისი ჯვრის შესაბამის ძალას ანიჭებს. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იმპერიებისა და ძლიერი სახელმწიფოებით გარშემორტყმული ჩვენი მცირერიცხოვანი ერი დაუსრულებელი აგრესიის პირობებში ცხოვრობდა.

          ღვთისმშობლის მფარველობა რომ არა, გამუდმებით ყოფნა–არყოფნის ზღვარზე მყოფი ჩვენი ხალხი ვერ გაუძლებდა ამდენ სისხლისღვრასა და ტანჯვა–წამებას.

          ის ვინც საქართველოსადმი ღვთისმშობლის გამორჩეულ წყალობას ერის პრივილეგიად მიიჩნევს, ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას. პრივილეგიის განცდა ერის უპირობო გადარჩენის ცრუ–რწმენას ბადებს, რაც თავის მხრივ იწვევს ამპარტავანებასა და სიფხიზლის მოდუნებას.

          ღვთისმშობლის შეწევნა არის უდიდესი ძალა ჩვენი ერისა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის წყალობა მხოლოდ მაშინ გამოიღებს ჩვენში კეთილ ნაყოფს, როდესაც საზოგადოება იქნება ერთგული ჭეშმარიტი მრწამსისა და მასზე დაფუძნებული ცხოვრების წესისა.

          ღვთისმშობლის წილხვდომილობის, როგორც პასუხისმგებლობის განცდა, განაპირობებდა ჩვენს ეროვნულ აღმავლობას და პირიქით, ამ გამორჩეული წყალობის პრივილეგიად მიჩნევა იწვევდა განსაცდელების გამრავლებასა და საზოგადოებაში სულიერი დაკნინების პროცესის დაწყებას.

          ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნა უპირველესად ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ზეციური მფარველის მიერ გაწეული ღვაწლის გახსენებასა და გაცნობიერებას. თავდაპირველი მისია ღვთისმშობლისა საქართველოში ქრისტიანობის შემოტანა და გავრცელება იყო. ამ მიზნის განსახორციელებლად ზეციურმა დედოფალმა ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეში თავისი ხელთუქმნელი ხატით წარმოგზავნა ანდრია პირველწოდებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში ვაზის ჯვრით მოციქულთასწორი წმინდა ნინო. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს ცხოვრებაში იმთავითვე აისახა ქრისტიანობის მოწამეობრივი გზა საქართველოში.

          წელს ჩვენი ერი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ორი წმინდანის მეოხებით ქრისტანობის საქართველოში შემოსვლას. ანდრია პირველწოდებულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღეს, 12 მაისს, ჩვენი ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესებით ჩვენ ფაქტიურად აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის დასაბამიდან 2000 წელს. მეტად სიმბოლურია, რომ ამ უდიდეს ზეიმს ღვთის განგებით დაემთხვა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავი.

          საეკლესიო დღესასწაული არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტის გახსენება, იგი ასევე წარმოადგენს კონკრეტული ისტორიული მოვლენის ჟამს ღვთის მიერ გარდამოვლენილი კურთხევის განახლებას. წმინდა ანდრიასა და წმინდა ნინოს შემობრძანებით მონიჭებული ღვთის მადლი გახდა საფუძველი ჩვენი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გამთლიანებისა. ამ კურთხევის განახლება შესაძლებელია გახდეს გვირგვინი უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ქართლის მეორედ მოქცევისა.

          დღეს, როდესაც ჩვენი ერი მძიმე სულიერი კრიზისის შემდეგ კვლავ უბრუნდება თავის ფესვებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღვთისმშობლისადმი საყოველთაო თაყვანისცემის ტრადიციის აღდგენას, რამეთუ ზეციური დედოფალი ბრძანდება ჩვენი ღვთივდადგენილი განმანათლებელი და წინამძღვარი სულიერი ამაღლების გზაზე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება. ამავე მიზნით შენდება ღვთისმშობლის სავანე მახათას მთაზე.

          ვევედროთ უფალს, რათა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მოციქული ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ნინოს შეწევნით 2019 წელი საქართველოსათვის გახდეს დასაბამი უპირველესად სულიერი, ხოლო შემდგომ ტერიტორიული გამთლიანებისა“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

          Previous Post

          "ამ ამბავს პირველად ვყვები... კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს"- რას ყვება "ჩაქუჩა" ციხიდან

          Next Post

          სასტიკი მკვლელობა თბილისში - პაპის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ქალს 16 წლით პატიმრიობა მიუსაჯეს

          Next Post
          სასტიკი მკვლელობა თბილისში – პაპის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ქალს 16 წლით პატიმრიობა მიუსაჯეს

          სასტიკი მკვლელობა თბილისში - პაპის მკვლელობაში ბრალდებულ ახალგაზრდა ქალს 16 წლით პატიმრიობა მიუსაჯეს

          Discussion about this post

          • Trending
          • Comments
          • Latest
          ვინ არიან და რას საქმიანობენ ე.წ ქართველი კანონიერი ქურდების შვილები

          იანვარი 9, 2020
          23 წლის გოგო ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ ექოსკოპიის შედეგმა ისეთი რამ აჩვენა, რომ გოგონამ ტირილი დაიწყო

          ივლისი 28, 2020
          ”ძვირიანი ჯიპი გაჩერდა, გადავხედე და ჩემი ნაცნობი ყოფილა, მოვიკითხე და დედამისზე ვკითხე როდის ჩამოდისთქო, ისეთი რაღაც მითხრა სიმწრისგან გამეცინა!”

          დეკემბერი 2, 2019
          “მისი სილამაზის შემყურე მონიკა ბელუჩიც კი დაჩრდილა” – ეს ანგელოზივით ქალი გიორგი ვარდოსანიძის ცოლია, რომლის სილამაზემ ქართველი ხალხი ჭკუიდან შეშალა. მოგწონთ? (ფოტოები)

          ივლისი 26, 2019
          აფთიაქში 12 წლის გოგონა მივიდა და ორსულობის ტესტი იყიდა, რა მოხდა თბილისში ერთერთ აფთიაქში და რატომ გამოიძახეს პატრული.

          საქართველოვ! მანდ, შენთან 7 წლის წინ სამი შვილი თვალცრემლიანი დავტოვე და აქ სხვის შვილებს ვზრდი…

          საზარელი ავარია – ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძის დეიდაც გონზემოუსვლელად გარდაიცვალა

          0

          ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

          0
          რომელ გზას აირჩევთ? გაარკვიეთ რას ამბობს თქვენი არჩევანი

          იანვარი 31, 2023
          შეარჩიეთ ტაროს ბარათი და გაიგეთ, როგორი იქნება თქვენი სასიყვარულო ცხოვრება მომავალში

          აირჩიეთ ბოქლომი და გაიგეთ ბევრი რამ თქვენი პიროვნების შესახებ

          უნიკალური ტესტი! როგორ მოგწონთ არდადეგების გატარება? სასმელის არჩევა

          Recent News

          © 2018 GeNews - საინფორმაციო სააგენტო / Developed by BestWeb.ge.

          რუბრიკები

          • ურთიერთობები
          • ეკონომიკა
          • ბანკები
          • ბიზნესი
          • სტატისტიკა
          • ტექნოლოგია
          • ტურიზმი
          • ფინანსები
          • მსოფლიო
          • პოლიტიკა
          • საზოგადოება
          • სამართალი
          • სხვადასხვა
          • კულინარია
          • კულტურა
          • მოდა
          • რელიგია
          • სპორტი
          • ჯანმრთელობა

          სოციალური ქსელები

          No Result
          View All Result
          • მთავარი
          • პოლიტიკა
          • ეკონომიკა
          • საზოგადოება
          • სამართალი
          • მსოფლიო
          • განათლება
          • სხვადასხვა

          © 2018 GeNews - საინფორმაციო სააგენტო / Developed by BestWeb.ge.

          Login to your account below

          Forgotten Password?

          Fill the forms bellow to register

          All fields are required. Log In

          Retrieve your password

          Please enter your username or email address to reset your password.

          Log In