საუდის არაბეთის მეცნიერთა კოლეგიამ დაადგინა, რომ ქალები სინამდვილეში ისეთივე ძუძუმწოვრები არიან, როგორებიც აქლემები, დრომადერები და თხები, იუწყება world News Daily Report-ი.
გამომდინარე აქედან, არაბი სწავლულების აზრით, ქალები ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, როგორი უფლებებიც აქვთ მინიჭებული სხვა ძუძუმწოვრებს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ამ „განაჩენს“, რომელიც მათ ქალთა საერთაშორისო დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიტანეს, ქალთა უფლებადამცველებმა „ისტორიული“ უწოდეს.
უფრო მეტიც, როგორც ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯეინ აუსტინი განმარტავს, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა და „ქალთა უფლებების მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
როგორც ირკვევა, უფლებადამცველის უჩვეულო აღფრთოვანებას თავისი მიზეზები აქვს: აქამდე ქალები საუდის არაბეთში საყოფაცხოვრებო ნივთებად მიიჩნეოდნენ.
Discussion about this post