თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში, სადაც რამდენიმე საათის წინ მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მოკლულები 20 და 21 წლის ძმები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი.
მეზობლები ამბობენ, რომ ცხედრებიბი საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა. მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“მამას უნახავს. ამბობენ შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ წუთებში კი მისი იდენთიფიცირება მიმდინარეობს.
Discussion about this post