ისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე, რომელიც დიდ დიღომში გუშინ მოხდა თვითმხილველი სოციალურ ქსელში თამარ ბელქანია ეხმაურება.
„დიღომში სისხლიანი ფეხის ნაკვალევია. ჯერ პერფორმანსი მეგონა. თურმე ბიჭები დაჭრეს. იარაღის ჩხუბში გამოყენება ლაჩრობა მგონია. დეტალები არ ვიცი. უბრალოდ სამი კორპუსის ირგვლივ სისხლის გუბეები დგას, რომელიც სხვა კვარტლიდან იწყება…
დაჭრილია სამი. ორი ძმაა. აქედან ერთი მძიმეა – რეანიმაციაში ებრძვის სიკვდილს. ამბავი გვიან სამ საათზე „ნიკორასთან“ მოხდა. დაჭრილი სახლში გამოიქცა და ეზომდე მოაღწია. მისი ხმა მთელს კორპუსს ესმოდა” – წერს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Discussion about this post