პროფესიონალმა მზარეულებმა ბევრი კულინარიული საიდუმლო იციან, რომლებსაც მხოლოდ საკუთარ სტუდენტებს უზიარებენ. გახადეთ თქვენი კერძებიც უფრო გემრიელი მათი დახმარებით!
იდეალური სტეიკი
ნუ მოამზადებთ იმ ხორცს, რომელიც მაცივრიდან ახლახანს გამოიღეთ. დატოვეთ 2 საათით ოთახის ტემპერატურაზე. იმისთვის, რომ ხრაშუნა ქერქი ჰქონდეს, შეწვამდე ყველა წვეთი მოაშორეთ.
თევზი დელიკატური ქერქით
თუ თევზს გრილზე წვავთ, ზედ ცოტაოდენი მაიონეზი წაუსვით. შემდეგ მოაყარეთ მარილი და შეწვით.
ბრწყინვალე კრემ-სუპი
სანამ ბოსტნეულის კრემ-სუპს მოამზადებთ, თითეული ბოსტნეული განცალკევებით შეწვით ზეითუნის ზეთში. შემდეგ დაუმატეთ წყალი ან ბულიონი.
საუკეთესო ფანქეიქები
არ აქვს მნიშვნელობა რეცეპტს, ყოველთვის დაამატეთ 2 ს.კ. არაჟანი.
Discussion about this post