თბილისში, ბედობის ღამეს სადისტური მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორცამიით, შინაგან სამეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა 24 წლის ახალგაზრდა წამებით მოკლეს. ახლობლების მტკიცებით ყველაფერი ვაკრეთილის სასაფლკაოებთან მომხდარი დაპირისპირებით დაიწყო, როცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ძმებ წურწუმიებს სასტიკად გაუსწორდნენ. ინცინდენტიდან მეორე დღეს კი მურად წურწუმია თვალამოთხრილი იპოვეს. ახალგაზრდას თავის ქალა დამტვრეული ჰქონდა. 24 წლის ბიჭი სრულიად შიშველი გზაზე ეგდო.
ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ 1 პირი დააკავა, თუმცა მურად წურწუმიას ძმის თქმით, სისხლიან ანგარიშსწორებაში 2 პირი მონაწილეობდა.
ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
“ნიუპოსტი” საგამოძიებო უწყებიდან ოფიციალური კომენტარის მოპოვებას ცდილობს.
Discussion about this post