რუსეთში, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი დაიწვა 6 ივლისს კურგანის ოლქში მდებარე მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის დროს. ამ ინფორმაციას რუსული მედია საშუალებები ავრცელებენ. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ხატის აღდგენა შეუძლებელია. სავარაუდოდ ხანძარი კონდიციონერის გადახურებამ გამოიწვია.
გავრცელებული თქმულების მიხედვით, ღვთისმშობლის სასწაულ მოქმედი ხატი ამ ოლქში მდინარემ XVIII საუკუნეში მიიტანა და თანაც ის დინების საწინააღმდეგოდ მოდიოდა. იმ დროსა, იქ არსებული ეკლესია ხანძარმა 1770 წელს გაანადგურა. ცეცხლს მხოლოდ ეს ხატი გადაურჩა.
Discussion about this post