ჭამა ყველა ადამიანს უყვარს, თუმცა ასტროლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ 5 ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები განსაკუთრებული გაუმაძღრობით გამოირჩევიან. გთავაზობთ აღნიშნულ 5 ნიშანს.
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები საკვებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ისინი მუდმივად აკვირდებიან და აღნიშნავენ კერძის ვიზუალს, სუნს და ა.შ. კოროები რესტორანში სტუმრობამდე მენიუს ყურადღებით ეცნობიან და ასევე, სამზარეულოს საქმიანობაში უკანასკნელ ტენდენციებს მთელი ყურადღებით ადევნებენ თვალს.
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულები
სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა კარგად იციან როგორ საუზმის, ისე სადილისა და ვახშმის ძირითადი მომენტები. ისინი არ მისდევენ რუტინას. შეიძლება 2-ჯერ ისაუზმონ და შემდეგ სადილამდე არაფერი ჭამონ, ან მთელი დღის განმავლობაში რაღაცას მიირთმევდნენ.
მათ მუდმივად უყვართ ცმაცუნი და დიდ ყურადღებას არ აქცევენ რამდენი დროა სადილამდე დარჩენილი. მიირთმევენ როცა უნდათ და რასაც უნდათ. განსაკუთრებული ღორმუცელობით გამოირჩევიან ღამის საათებში.
თევზები
თევზები საკვებს ხშირად იყენებენ კარგი განწყობის შესაქმნელად. მათ აქვთ საჭმელების საკმაოდ გრძელი სია, რომელთა მირთმევაც მათთვის დიდი სიამოვნებაა. როდესაც რაიმე პრობლემა აქვთ, ჭამენ მანამდე, სანამ შვებას არ იგრძნობენ. თევზებს ძალიან უყვართ ახალი და უცნაური საჭმელების დაგემოვნება.
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულები
ლომებს ძალიან მოწონთ გემრიელად და გემოვნებიანად მომზადებული საკვები. მოსწონს კარი გარემო, თავის საქმის მცოდნე პერსონალი და კვალიფიციური შედ-მზარეულის წარდგენილი მენიუ, ასევე კარგი ღვინო. ლომები ხშირად ცდილობენ საჭმელი სახლში არ მიირთვან, მაგრამ ასევე უყვართ გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.
ვერძი
ვერძებს ძალიან უყვართ კულინარიული თავგადასავლები და ეგზოტიკური კერძების დაგეოვნება. საშინლად ბეზრდებათ მუდმივად ერთი და იგივე საკვების მირთმევა. ხშირად თვითონ ატარებენ კულინარიულ ექსპერიმენტებსაც, რაც ასევე საკმაოდ წარმატებით გამოსდით. ვერძები საკმაოდ კარგი მადით და ღორმუცელობით გამოირჩევიან.
Discussion about this post