ავსტრალიურმა სადაზღვეო კომპანია „Suncorp Metway“-მ ჩაატარა კვლევა, რომელიც საჭესთან ზოდიაქოს ნიშნების შესაძლებლობებს ეხებოდა. კომპანიამ კვლევის ფარგლებში შეისწავლა 160 ათასი ავტოსაგზაო შემთხვევა:
ტყუპი მძღოლები
ზოდიაქოს 12 ნიშნიდა, ყველაზე ცუდი მძღოლის სტატუსი ტყუპებმა მოიპოვეს. ეს შედეგი გამოწვეულია იმით, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მანქანის მართვის პარალელურად ხშირად საუბრობენ ტელეფონზე, ასევე იქექებიან უჯრებში ან ჩანთაში და ყურადღებით ათვალიერებენ ქვეითად მოსიარულეებს.
კურო მძღოლები
კუროებს ძალიან უყვართ კომფორტი, ამიტომ მანქანაში მუდმივად კონტროლებენ ტემპერატურას, ასევე მუსიკას, არ უყვართ გარედან შემომავალი ზედმეტი ხმაური და ცდილობენ მაქსიმალურად მყუდროდ იმგზავრონ. შესაბამისად მათი მანქანის გარეთ მიმდინარე მოვლენები უკანა პლანზე იწევს.
თევზი მძღოლები
თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ილუზიებში უყვართ ცხოვრება. შესაბამისად საჭესთან ყოფნის დროს თავს ისე გრძნობენ თითქოს ღმერთმა მათ სამყაროს მართვის უფლება მისცა. სწორედ ამის გამო, თევზები ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და საკუთარი თავი შეუცდომელად მიაჩნით, რაც უსაფრთხოებაზე დადებითად არ მოქმედებს.
კირჩხიბი მძღოლები
კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე თავზეხელაღებული მძღოლები არიან. მათთვის საჭესთან რისკი და ავტომობილის აგრესიული მართვა ჩვეულებრივი მოვლენაა.
მერწყული მძღოლები
მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან აღიზიანებთ საგზაო, შემძღუდავი ნიშნები. ვერ იტანენ შუქნიშანზე წითელ ფერს და ხშირად გაჩერების ნაცვლად სიჩქარეს უმატებენ. არიან ძალიან ჯიუტები და არაფრად აგდებენ სხვა მძღოლებს.
ვერძი მძღოლები
ვერძები საკმაოდ ფრთხი მძღოლები არიან და იმ მძღოლებს შორის, რომლებსაც სიფრთხილე უყვართ ყველაზე დაკვირვებულად იქცევიან. იშვიათად ქმნიან საავარიო სიტუაციას. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საჭის მართვის პარალელურად ძალიან უყვართ საუბარი.
ლომი მძღოლები
ლომები საჭის მართვის დროს მხოლოდ მათ საბოლოო დანიშნულებას ითვალისწინებენ და არაფრად აგდებენ საგზაო მოძრაობის და სხვადასხვა შემზღუდველ ზომებს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს თავი იმდენად უყვართ, რომ ავტომობილის მართვის დროს ძალიან იშვიათად რისკავენ.
სასწორი მძღოლები
სასწორები მძღოლებს შორის დიდი დაკვირვებულობით გამოირჩევიან, ამასთან ძალიან განვითარებული აქვთ ორიენტაციის უნარი. მათ ავტოავარია ძალიან იშვიათად მოსდით. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ამასთან, სხვებისგან განსხვავები უბრალოდ ძალიან უმართლებთ ხოლმე.
მორიელი მძღოლები
მორიელებს აქვთ არაჩვეულებრივი კონცენტრაციის უნარი. ხშირად ისინი ძალიან კარგად განჭვრეტენ სხვა მძღოლების შესაძლო ქცევას. ისინი საკმაოდ ფრთხილი მძღოლები არიან და აქვთ სიტუაციის სწრაფად აღქმის უნარი, რაც მათ თითქმის იდეალურ მძღოლებად აქცევთ.
თხის რქა
თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან მომთმენი და ფრთხილები არიან. მანქანას მუდმივად ცივი ქონებითმართავენ, ცდილობენ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იმგზავრონ და ამასთან ანგარიში გაუწიონ სხვა მძღოლებს. შესაბამისად თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ამ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებენ.
Discussion about this post