ცოტახნის წინ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ტელეეკრანებს საკუთარი გადაცემით, “შორენას ეფექტით” დაბრუნდა. ჯერ მხოლოდ ორი გადაცემაა გამოსული, თუმცა შოუ უკვე პოპულარული გახდა.
შორენამ გადაცემაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ როდესაც თურქეთში მის ერთადერთი შვილი სიკვდილს ებრძოდა, მისი ყოფილი ქმარი თბილისში იყო და ერთობოდა, რაც გადამწყვეტი იყო ამ ურთიერთობაში.
ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო პორტალი ”პრაიმამბები” შორენას ყოფილ ქმარს დაუკავშირდა, თუმცა ირაკლი ნანაძემ ყოფილ მეუღლეზე საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გათიშა. მან მხოლოდ თქვა: არ მაინტერესებს საერთოდ
Discussion about this post