ალბათ ყველა აღმოჩენილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ტანსაცმლის დაუთოება გჭირდებათ, თუმცა უთოზე ხელი არ მიგიწვდებათ. საბედნიეროდ ასეთ დროს შეგიძლიათ ამ პრობლემას ამ მარტივი ხრიკებით გაუმკლავდეთ.
თმის უთო: მოაქციეთ მასში სამოსის კონკრეტული არეალი, დააჭირეთ და რამდენიმე წამი გააჩერეთ. მოერიდეთ ამ აქსესუარის დელიკატური ქსოვილების გასასწორებლად გამოყენებას
წყალი და ძმარი: შეურიეთ ერთმანეთში ძმარი და წყალი 1:3 პროპორციით. მიღებული მასა ჩაასხით სპრეის ბოთლში და ნაკეცებს მოასხურეთ. ეს ნაკეცებს გაასწორებს.
ჩაიდნის ორთქლი: როცა წყალი ადუღებას დაიწყებს, მიუშვირეთ დაკუჭული სამოსი დაახლოებით 20 სმ დისტანციით ჩაიდნის ორთქლს ნაკეცების მხრიდან.
თმის ფენი: მომართეთ უმაღლეს ტემპერატურაზე და მიუშვირეთ ცხელი ჰაერი ნაკეცებს.
სველი პირსახოცი: მოათავსეთ დაკუჭული სამოსი სწორ ზედაპირზე, დააფარეთ სველი პირსახოცი ნაკეცებს და ხელებით მაგრად დააწექით. შემდეგ დაელოდეთ გაშრობას და ჩაიცვით ახალივით გასწორებული ტანსაცმელი.
Discussion about this post