ლიმონი, ცაცხვი, როზმარინი და ვანილი
როზმარინის და ვანილის დახმარებით ეს მიქსი მართლაც ახლებულ არომატს შემოგთავაზებთ. დაჭერით ლიმონი და ცაცხვი და ჩადევით წყლით სავსე ქილაში. დაუმატეთ ქილაში არსებულ მასას რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი და როზმარინის 3-4 ყლორტი.
ფორთოხალი, ჯანჯაფილი და ნუში
ნუშის ტკბილი და ცხარე არომატის შერევით ფორთოხლის გემრიელ სუნთან თქვენ მიიღებთ იდეალური სურნელის კომბინაციას. დაჭერით ფორთოხალი სქელ ნაჭრებად და მოათავსეთ წყლიან ქილაში. დაუმატეთ მას რამდენიმე ნაჭერი ლიმონი სურნელის გასამძაფრებლად. მიღებულ მიქსს ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ჯანჯაფილი და ნუშის ზეთის რამდენიმე წვეთი.
კიტრი, რეჰანი და ლიმონის ხე
თუკი თქვენი შეგრძნებების მასტიმულირებელ სურნელს ეძებთ, მაშინ რეჰანის მკვეთრი სუნისა და კიტრის ახლებური არომატის ნაზავი სწორედ თქვენთვისაა. დაჭერით კიტრი სქელ ნაჭრებად და მოათავსეთ წყლიან ქილაში. შემდეგ დაუმატეთ მას რეჰანის რამდენიმე ყლორტი და ლიმონის ხის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
Discussion about this post