ზამთრობით ფეხები ხშირად მიოფლიანდებოდა და აუტანლად მექავებოდა. მერე და მერე ფეხის თითების ჭკნობა დამეწყო. მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა მითხრა, ეს სოკოაო და რამდენიმე ხალხური რეცეპტიც მასწავლა.
1-2 დღეში უკეთესობა ვიგრძენი. მალე ქავილმა სულმთლად გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ ხალხური მედიცინით დავვინტერესდი, დავიწყე ცოდნის გაღრმავება, ნაცნობ- მეგობრებზე უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ბევრი მოვიმადლიერე. მინდა გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.
- აიღეთ 100 მლ სამედიცინო (90- გრადუსიანი) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.
- ერთი მუჭა (100 გრამი) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ თვითონვე გაშრეს.
- პიტნა დააქუცმაცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, დაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთ საათს გააჩერეთ.
- ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმლის სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში.
- კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.
- იყიდეთ აფთიაქში 20%-იანი პროპოლისის ხსნარი და მისი ექსტრაქტი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველდღე. მალე დაზიანებული ფრჩხილის ადგილას ჯანმრთელი ამოვა.
ასევე აქვე გასწავლით თუ როგორ უმკურნალოთ დამსკდარ ქუსლებს შვრიის ფაფით.
მოადუღეთ შვრიის ფაფა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი და ეს მასა ცელოფნის 2 პაკეტში გაანაწილეთ. ფაფიანი პაკეტები ამოიცვით ტერფებზე, ზემოდან თბილი ნაჭერი შემოიხვიეთ და 2-2,5 საათს გაიჩერეთ. შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ რბილი პირსახოცით. 2-3 პროცედურის შემდეგ ქუსლები მოგიშუშდებათ.
Discussion about this post