თავადაც არ ვიცი საიდან შემეყარა სოკოვანი ინფექცია. კიდევ კარგი, მეგობარმა დროულად მასწავლა მისგან თავის დახსნის საშუალება, თორემ ალბათ მეც გავიზიარებდი ყველა იმ უსიამოვნებას, რომელიც ამ ინფექციას ახლავს თან. ზაფხულში სოკოთი ინფიცირების ალბათობა იზრდება, ამიტომ გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი :
წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, ჩაყარეთ მოზრდილ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ ¾ ჩაის ჭიქა ზაითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგუთ მზეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი და გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ თავზე და 1 თვით შედგით მაცივარში.
ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილას წაისვათ. თუ წამალი არ გაქვთ, მაგრამ ინფექციის ნიშნებს უკვე ამჩნევთ, შეგიძლიათ დაზიანებულ ადგილას ლიმონის წვენი ან ნივრისა და კარაქის ნარევი (თანაფარდობით 1:1) წაისვათ.
ამას წინათ წავიკითხე ერთ-ერთი მკითხველის მიერ მოწერილიწერილი, რომელსაც ფეხის ფრჩხილის სოკო აქვს. გადავწყვიტე შემოგთავაზოთ სოკოს სამკურნალო ძველი, სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი :
კარგად დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. აიღეთ ბაღის (წიწვოვანი ხეების ) ფისი, გააბრტყელეთ დაზიანებული ფრჩხილის ოდენად, დაიდეთ ზედ და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1-2 დღე.
თუ დაავადება ხანდაზმულია, ფეხები კარგად დაიბანეთ და ყველაფერი თავიდან გაიმეორეთ. პროცედურა უმტკივნეულოა. სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.
Discussion about this post