კბილის პრობლემები მთელი ცხოვრების მანძილზე ყველას გვაწუხებს. მას ხშირად საშინელი ტკივილი ახლავს თან. თუ ექიმთან უკვე ჩაწერილი ხართ, მაგრამ მასთან მისვლამდე ვერაფრით იყუჩებთ ტკივილს, მაშინ ეს მეთოდები გამოსცადეთ:
ზღვის მარილი
მას ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რაც ამცირებს ტკივილის დონეს. აიღეთ 1ს.კ. ზღვის მარილი, აურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალთან, და ჩაიგუბეთ და გამოივლეთ პირში სანამ ჭიქას ბოლომდე არ ჩაცლით.
ხახვი
მოჭერით დიდი ნაჭერი ხახვი და დაიწყეთ დაღეჭვა მტკივნეულ ადგილას, სანამ მისი მძაფრი გემო არ დაიკარგება. გაიმეორეთ იგივე სხვა ხახვის ნაჭრითაც.
ცივი კომპრესი
აიღეთ ყინული და გაახვიეთ ქსოვილში. დაიდეთ პირის გარედან იმ ადგილას, სადაც ტკივილი გაწუხებთ. გაიჩერეთ 20 წუთი, გაიმეორეთ რამდენიმე საათში.
Discussion about this post