რამდენიმე ხნის წინ ფრჩხილის სოკო დამემართა. ექიმს მივმართე, მაგრამ ისეთი ხანგრძლივი და ძვირადღირებული დამინიშნა, ვერაფრით შევწვდებოდი. გადავწყვიტე, წამალი ისევ ხალხურ საშუალებებს შორის მომეძებნა და კმაყოფილიც დავრჩი:
ყოველ დღე ვიკეთებდი კალიუმის პერგამენტის ხსნარის აბაზანებს, შემდეგ ფრჩხიკზე 10 გრამი პროპოლისასა და 10 მლ 96%-იანი სპირტის ნარევს ვისვამდი და ვიხვევდი. ნახვევს დღეგამოშვებით ვცვლიდი, ვიდრე სოკოსგან საბოლოოდ არ განვიკურნე, ეს მეთოდი საკმაოდ იაფი და არც ისე ხანგრძილივია.
- ახლა კი გასწავლით თუ როგორ უმკურნალოთ წყლულებს:
ნიორი რომ გაციების უებარი წამალია, ყველამ იცის, მაგრამ თუ წყლულებისა და ჭრილობების სამკურნალოდაც ასეთივე ეფექტური იყო არ მეგონა. რამდენიმე წლის წინ ნათესავთან ვიყავი სტუმრად. შემთხვევით ხელი გავიჭერი.
ჭრილობა საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. ექიმთან წასვლა ვერ მოვახერხე. მასპინძლის მეუღლემ ეს მალამო მომიმზადა, რომლის დახმარებითაც ჭრილობა თვალის დახამხამებაში შეხორცდა. ამ მალამოს თურმე კანის დაავადებების დროსაც იყენებენ. რეცეპტი ასეთია :
1 თავი ნიორი გაარჩიეთ, გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ. დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცლხზე ადუღეთ, ვიდრე წყლის მოცულობა 2-ჯერ არ შემცირდება. გადაწურეთ, დაასხით ¾ ჩაის ჭიქა ცხელი მცენარეული ზეთი ( უმჯობესია, ზეითუნის) და ნელა ჩაამატეთ გამდნარი თაფლის სანთელი, თან ურიეთ. მასა არაჟნისებრი უნდა გამოვიდეს. წაისვით დაზიანებულ ადგილას დღეში 2-ჯერ.
Discussion about this post