არსებობს მიზეზები, რის გამოც თქვენი ტელეფონი ძალიან სწრაფად ჯდება. იმისათვის, რომ მისი მუშაობა გავაუმჯობესოთ, რამდენიმე ჩვევა უნდა გამოვიმუშაოთ.
ნუ იყენებთ ეკრანის მაქსიმალურ განათებას – შენობაში ყოფნის დროს მაინც შეამცირეთ ეკრანის სიკაშკაშე თუნდაც 30%-ით. ეს საკმარისია ინფორმაციის დასანახად. ნურც გარეთ გამოიყენებთ მაქსიმალურ სინათლეს. აჯობებს ავტომატური განათება.
ნუ გიყენიათ ვიბრაციაზე – ვიბრაცია ბატარეას მეტ ენერგიას ართმევს. დააყენეთ ან ხმოვანზე, ან ჩუმზე.
დააყენეთ წამზომი ეკრანზე – ავტომატური წამზომი მცირე დროზე დააყენეთ, რათა დავიწყების შემთხვევაში თავად ჩაქვრეს.
ყოველთვის გათიშეთ გახსნილი პროგრამები – აპლიკაციების შემოწმების შემდეგ მაშნვე გათიშეთ ისინი, რათა ფონზე არაფერი იყოს ჩართული.
Discussion about this post