რამდენიმე წლის წინ დამეწყო ჭარბი ოფლიანობა. მისი მიხეზი დღემდე ვერ დამიდგენია, მაგრამ საკმაო უსიამოვნება კი მომაყენა.
ექიმსაც მივმართე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვამჯობინე ხალხური საშუალება მეცადა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. დავიწყე ლიტერატურის ძებნ, გაცნობა და რამდენიმე რეცეპტს მართლაც მივაგები. ყველაზე მარტივსა და ეფექტურს თქვენც გაგიზიარებთ:
– თუ იღლიის მიდამოს გადაჭარბებული ოფლიანობა გაწუხებთ, ეს ადგილი შვიტის არაყზე დამზადებული ნაყენით გაიწმინდეთ. ამისთვის საჭიროა, 1 წილ შვიტას დაასხათ 10 წილი არაყი და 1 დღე-ღამით დააყენოთ, შემდეგ კი გადაწუროთ. ამ ნაყენით კანი დღეში 1-2 ჯერ უნდა გაისუფთაოთ.
– თუ სახე გიოფლიანდებათ, დღეში 2-ჯერ დილა-საღამოს გაიწმინდეთ აუდუღარი რძით ან მუქი ცივი ჩაის ნაყენით. პროცედურის შემდეგ სახე არ შეიმშრალოთ, ეცადეთ თავუსუთ გაშრეს.
– ტერფების ჭარბი ოფლიანობისას აიღეთ მუხის ქერქი, დააქუცმაცეთ და ბლომად ჩაიყარეთ წინდებში. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე ოფლის დენა ნორმაში არ ჩადგება.
– თუ ტანი გიოფლიანდებათ, პიტნის ფოთლების ნაყენი გამოგადგებათ. 1 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-49 წუთით, გადაწურეთ და კანი გაიწმინდეთ. ამასთან ერთად ყოველდღე სვით სალბის უშაქფო ჩაი.
Discussion about this post