ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გადაარჩინა თოვლის ლეოპარდის (ირბისის) თავდასხმისგან დედა მთის თხამ თავისი შვილი. ვიდეოს ინტერნეტსივრცეში მილიონობით ნახვა და გაზიარება აქვს.
შეგახსენებთ, რომ თოვლის ლეოპარდი ყველლაზე ნაკლებად შესწავლილი მტაცებელი ცხოველია მსოფლიოში, რადგან იგი მთაში ყველაზე მაღლა და მიუდომელ ადგილებში ბინადრობს. შესაბამისად მისი გადაღება და მისი მოქმედებების შესწავლა ძალიან რთულია. ფოტოგრაფები ხანგრძლივი დროის მანძილზე “ნადირობენ” მათზე, რათა რამდენიმე კადრი მაინც გადაიღონ.
Discussion about this post