იცით, რომ თქვენი დაბადების თვემ შეიძლება განსაზღვროს თქვენი პიროვნების კონკრეტული მახასიათებლები? ქვევით შეიტყობთ, თუ რას გულისხმობს თქვენი დაბადების თვე.
როგორი ქალბატონი ბრძანდებით?
იანვარი
იანვარში დაბადებული ადამიანები ამბიციურები, მაგრამ საკმაოდ სერიოზულები და ფრთხილები არიან. ეს ქალები პატივს სცემენ თავიანთ გრძნობებს. ადამიანები, რომლებთაც მასთან კარგი ურთიერთობა შეუძლიათ იმავე ინტელექტუალურ დონეზე მყოფი ხალხია.
თებერვალი
თებერვალში დაბადებულ ქალებს საკმაოდ აბსტრქატული აზროვნება აქვთ, ამიტომ ბევრს მათი გაგება არ შეუძლია. გახსოვდეთ, რომ თქვენ მათ მიმართ ძალიან მომთმენი უნდა იყოთ. ეს ქალები ასევე არიან ძალიან რომანტიულები და ყველაფერს გააკეთებენ საყვარელი ადამიანისათის.
მარტი
ქალები, რომლებიც ამ თვეში დაიბადნენ მარტივად ურთიერთობენ სხვებთან, სანამ არ გააღიზიანებენ. ისინი ძალიან ლოიალურები და ერთგულები არიან, მაგრამ თუ გაბრაზდებიან ყველაფერს წერტილს დაუსვამენ. მარტში დაბადებულ ქალებს აქვთ ძლიერი ქარიზმა და მომხიბვლელობა. გაითვალისწინეთ, რომ მათ მარტივა არ უყვარდებათ.
აპრილი
აპრილის თვეში დაბადებული ქალები ნამდვილი დიპლომატები არიან. აქედან გამომდინარე, კომუნიკაცია მათი ძალაა. ისინი ძალიან ეჭვიანები არიან, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გენდობიან, მაშინ ყველაზე ბედნიერ ადამიანად გაქცევენ მსოფლიოში.
მაისი
მაისში დაბადებული ქალები ერთგულები და მყარები არიან თავისი პრინციპების მიმართ. თავიანთი რთული ხასიათის გამო, ისინი ძალიან მიმზიდველები არიან, თუმცა მამაკაცებისათვის ეს საშიში კომბინაციაა.
ივნისი
ივნისში დაბადებული ქალები ცნობისმოყვარეები, კრეატიულები და კომუნიკაბელურები არიან. ისინი ჯერ ლაპარაკობენ და შემდეგ ფიქრობენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სხვის გრძნობებს ხშირად აზარალებს. მათ სჯერათ, რომ სახეში ნათქვამი სიმართლე უკეთესია, ვიდრე ზურგს უკან.
ივლისი
ივლისში დაბადებული ქალბატონები იდუმალნი, მაგრამ პატიოსნები არიან. როგორც წესი, უცხო ადამიანებს არ აძლევენ დაახლოების საშუალებას. ისინი იშვიათად ტრაბახობენ, რაც არ უნდა ლამაზები ან ჭკვიანები იყვნენ.
აგვისტო
აგვისტოში დაბადებული ქალები გულუხვობისა და ეგოზმის უნიკალურ კომბინაციას წარმოადგენენ. ისინი მარტივად აგვარებენ ნებისმიერ კონფლიქტს, ამიტომ მათთან „ბრძოლაში“ არ უნდა შეხვიდეთ. მათ განსაკუთრებული იუმორის გრძნობა აქვთ. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან მამაკაცთა კომპანიაში.
სექტემბერი
სექტემბერში დაბადებული ქალები კეთილები, ლამაზები და მოწესრიგებულები არიან. გაითვალისწინეთ, რომ ისინი ღალატს არასდროს გაპატიებენ. ფრთხილად იყავით, არ დაუშვათ შეცდომები, თორემ ისინი შურს იძიებენ თქვენზე.
ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულ ქალებს აქვთ ძლიერი ხასიათი, ნებისყოფა და დამოუკიდებლობა. ისინი ძალიან ემოციურები არიან, თუმცა იშვიათად გამოხატავენ ამას. როგორ წესი, სხვა ქალებს შურთ მათი.
ნოემბერი
ეს ქალები ნამდვილად არ არიან ისეთი ქალები, რომლებთანაც თამაში გამოგივათ. ნოემბერში დაბადებული ქალები ერთი ნაბიჯით წინ არიან და ტყუილს ყოველთვის ამჩნევენ. ფრთხილად იყავით და მათი ნდობა არ დაკარგოთ.
დეკემბერი
ქალები, რომლებიც დეკემბერში დაიბადნენ მოუთმენლები, იმპულსურები და ძალიან იღბლიანები არიან. ისინი მხიარული და ნამდვილად კარგი მოსაუბრენი არიან. მათ რამოდენიმე წუთში შეუძლიათ დაიპყრონ თქვენი გული.
Discussion about this post