ვერიკო ტურაშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში პირველად წლების წინ გამოჩნდა, მისი სიმღერები დღემდე პოპულარულია და მათ ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ, ყველა დროის საუკეთესო ჰიტები. ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ქართული ბომონდის ორივე სქესის წარმომადგენლები მოხიბლა და რა ურთიერთობა აქვს მას ცნობილ მომღერალთან, ამის გასარკვევად ვერიკო ტურაშვილს რეიტინგი დაუკავშირდა. – ორივე სქესის წარმომადგენლებში დიდი ინტერესი გამოიწვია დათოს გარეგნობამ. ეს ადამიანი არის დათო მანუჩაროვი, მწერენ, მირეკავენ, მეკითხებიან რა ურთიერთობა მაქვს მასთან, რას ვაპირებთ და ა.შ. ისეთი ბუნებრივია ჩვენი ვიდეორგოლი, მართალი ჰგონიათ ჩვენი სიყვარულის ისტორია, მაგრამ…
– სად აღმოაჩინეთ ეს მამაკაცი? – ეს მამაკაცი, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ვმეგობრობ მის ოჯახთანაც. არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, შესაბამისად ჩვენს პირად გრძნობებზე ჭორები ზედმეტია.
– ყველას აინტერესებს რა ხდება ახლა რეალურად ვერიკო ტურაშვილის ცხოვრებაში… – საინტერესო არაფერი არ ხდება.
წყარო: რეიტინგი
Discussion about this post