ცალკე აღებული მწვანე ხახვი თითქმის არასდროს გამოიყენება, თუმცა სალათებში იგი ნამდვილად შეუცვლელი ინგრედიენტია. მწვანე ხახვის ჭამა პირველად მესოპოტამიაში დაიწყეს. მოგვიანებით, მწვანე ხახვი გავრცელდა ეგვიპტესა და ძველ ელადაში. კულინარიაში მწვანე ხახვი დეკორატიულ ფუქნციასაც ასრულებდა, მისი მდიდარი ფერისა და ლამაზი ფორმის გამო, ხშირად იყენებდნენ კერძებში მოსართავად.
მწვანე ხახვის ქიმიური შემადგენლობა
ხახვი ვერ მოიგებდა ამხელა სიყვარულს, რომ არა მისი ჯანმრთელობის უზარმაზარი სარგებელი. მისი ელემენტების ნაერთებში საკმაოდ ბევრი სასარგებლო ნაერთია:
ეთეროვანი ზეთები ფიტონციდებით; გლუკოზა; ორგანული მჟავეები;
იგი ასევე მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ადამინის ორგანიზმში ასტიმულირებს სისხლძარღვების გამტარობას, და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
მწვანე ხახვში მაღალი კონცენტრაციით არის ასევე სხვა ვიტამინები:
B1 (თიამინი) – ცილების, ლიპიდებისა და წყლის შეუცვლელი ნაწილები, რომლებიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელები სისტემის სტაბილიზაციისათვის. B1 ვიტამინის მიღება აუმჯობესებს ნაწლავი ფუნქციონირებასა და მადიანობას.
B2 (რიბოფლავინი) – ყველაზე მეტად ამ ვიტამინის ნაკლებობა მოქმედებს მწვავედ სხეულის სისტემის მუშაობაზე. B2 საჭიროა მთელი რიგი ჰორმონებისა და ერითროციტების სინთეზისათვის. ყველაზე მეტად ეს ვიტამინი ესაჭირობათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი ფიზიკური დატვირთვა უწევთ.
B6 (პიროდიქსინი) – აჩქარებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას, მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში. ისევე როგორც კალციუმი, პიროდიქსინი აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას. ეს ვიტამინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსული ქალბატონებისათვის.
PP (ნიკოტინის მჟავა) – ეს საჭიროა ამინომჟავების მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად. მონაწილეობას იღებს 50-მდე რეაქციაში ცხიმებისა და ნახშირწყლების ენერგიად გადაქცევის დროს. ნიკოტინის მჟავა ასტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას.
E (ტოკოფეროლი) – სასიცოცხლო ანტიოქსიდანტი, რომელიც ანეიტრალებს ტოქსინების მოქმედებას. ეს ვიტამინი აფერხებს სხეულის დაბერებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
მწვანე ხახვის სასარგებლო თვისებები
მწვანე ხახვი ძალიან მნიშვნელოვანია მიკრო და მაკრო ელემენტების მეტაბოლური პროცესებისათვის. სამეცნიერო კვლევებითა და ხალხური გამოცდილებით დასტურდება, რომ მწვანე ხახვი აძლიერებს ადამიანის ორგანიზმს სეზონური ინფექციების დროს. გაციების დროს, დაჭრილი ხახვის არომატის შესუნთქვა კლავს მიკრობებს და აძლიერებს სასუნთქ გზებს.
ასევე დასაბუთებულია, რომ მწვანე ხახვი ასტიმულირებს მამაკაცთა სასქესო უჯრედების წარმოქმნას. მცენარის ეს თვისება ძველ ბერძნებს აღმოჩენიათ.
სამკურნალო ჭრილობების დროს იყებენ ხახვის წვენის კომპრესს.
მწვანე ხახვის მუდმივი გამოყენება გააუმჯობესებს თქვენს ორგანიზმს!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
Discussion about this post