ცოტა ხნის წინ ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სიმსივნეს ებძოდა. მას არაერთი გადაცემა მიჰყავდა, მის სახელთან არის ასოცირებული ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუ“.
რაც შეეხება გოგიჩას ცხოვრების დეტალებს და იმ მრავალ სიკეთესმ რომელსაც გოგიჩა სხვა ადამიანების მიმართ იჩენდა. სიცოცხლეში არაფერი უთქვამს, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის ყველა სიკეთეს აეხადა ფარდა. სოციალურ ქსელში პერიოდულად ჩნდება მრავალი ადამიანი, რომლებიც მას მადლობას უხდიან დახმარებისთვის.
პოსტებზე დაყრდნობით გიორგი გოგიჩაიშვილმა ფულადი და სულიერი დახმარება გაუწია სიმსივნით დაავადებულ რამდენიმე ადამიანს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ გადარჩენაში.
ასევე მას არასდროს უთქვამს, რომ ეხმარებოდა მოხუცთა თავშესაფრებს და მოხუცებს ედგა გვერდში. ერთ ერთ თავშესაფარში მცხოვრები იმასაც იხსენებს, რომ დაბადების დღეზე გიორგი გოგიჩაიშვილმა ვარდები მიართვა და უამრავი ტკბილეული მიუტანა.
აი ასეთი ადამიანი იყო გოგიჩა, რომლის მრავალ სიკეთესაც მისი გარდაცვალების შემდეგ აეხადა ფარდა.
Discussion about this post