ფრენა სტრესის მომგვრელი შეიძლება იყოს. ჩვენ გაგიმხელთ რას უნდა აარიდოთ თავი რათა ფრენის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოთ.
კონტაქტური ლინზების ტარება
ისინი თვალებს აშრობენ, რაც არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს. ამიტომაც, გამოიყენეთ სათვალე.
გაჭედილი ცხვირით ფრენა
ეს ზეწოლას მოახდენს თქვენს ყურებზეც. აუცილებლად გამოიყენეთ წვეთები აფრენამდე.
გაზიანი სასმელების დალევა
გაზიანი სასმელები ასევე დისკომფორტს შეგიქმნით.
ნუ შეეხებით ზედაპირებს უმიზეზოდ
თვითმფრინავი ბევრი ბაქტერიის სახლია, ამიტომაც ნუ შეეხებით ყველაფერს და გამოიყენეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცები.
თავი აარიდეთ ალკოჰოლს
თვითმფრინავის მშრალი ჰაერი დეჰიდრატაციას იწვევს. ალკოჰოლმა შესაძლოა აპათიამდე მიგიყვანოთ. ასევე, ფრენის დროს ადამიანი უფრო მალე თვრება.
Discussion about this post