დაცხება თუ არა, ტერფები მტკივდება, კანი მისქელდება და მიმკვრივდება. ერთხელ ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე, მან კი კოჟრების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება მასწავლა. მათუ წყალობით უწინდელი დიკომფორტი აღარ მაწუხებს. აი ეს არის რეცეპტი :
- საღამოს ფეხები ცხელ წყალშუ ჩაყავით და 15-20 წუთს გააჩერეთ. თუ წყალი გაგრილდა, ფეთხილად ჩაამატეთ მდუღარე. შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ, კოჟრზე ლიმონის ნაჭერი დაიდეთ და კარგად შეიხვიეთ. 4-5 დღეში კოჟრი გაქრება.
- კოჟრი ჩამოიბანეთ შემწვარი ხახვის ნახარშით. პროცედურა ჩაიტარეთ რამდენჯერმე, მის ამოვარდნამდე.
- ხახვის ფურცელს დაასხით ძმარი და ორ კვირას გააჩერეთ. დაიდეთ კოჟრზე დაახლოებით 3 მმ სისქის ფენა და დილამდე დაიტოვეთ. გაიმეორეთ ვიდრე კოჟრი არ გაქრება.
- დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით, კარგად გაიმშრალეთ და დაიდეთ გაჭრილი ლეღვი, გაიმეორეთ ყოველ დღე ღამე, ვიდრე შედეგს არ მიიღებთ.
ახკა კი გაგიზიარებთ ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო ხერხებს : „ ტერფის ნეკა თითებზე კოჟრები, შეიძლება ითქვას მემკვიდრეობით მერგო. ფეხსაცმლის ერთხელ ჩაცმამაც შეიძლება კოჟრი გამიჩინოს, ზამთარში კიდევ ვეგუები მაგრამ ზაფხულში ძალიან მიჭირს ღია ფეხსაცმელევს აღარც კი ვყიდულობ. გადავწყვიტე მომეგვარებინა ეს პრობლემა და მივაგენი საოცარ ხერხს:
- აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფრცქვენით, გაჭერით ორად და ჩადეთ ძმარში. დღე-ღამით გააჩერეთ სითბოში , მეორე დღეს ამოიღეთ ძმრიდან მოაცალეთ ერთი ფურცელი და დაიდეთ კოჟრზე. ფურცელი დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ.
Discussion about this post