ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი სურვილები, ოცნებები და მიზნები. სამწუხაროდ, ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. თითქოს რაღაც გვაჩერებს, მაგრამ მიზეზის დადგენა გვეჩვენება, რომ შეუძლებელია.
გსურთ მიიღოთ მინიშნება, რომელიც დაგეხმარებათ გარკვევაში? აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ბარათი და გაიგეთ ის რაც ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ.
- იმ შემთხვევაში თუ პირველი ბარათი აირჩიეთ
ეს იმაზე მეტყველებს, რომ სამწუხაროდ, თქვენს გარშემო უამრავი შურიანი ადამიანია და ისინი ყველანაირად ცდილობენ ხელი შეგიშალონ ყველაფერში. თქვენ გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრება ჩვეულებრივია. მაგრამ ბევრს სურს თქვენს ადგილზე ყოფნა.
რჩევა თქვენთვის: შეასრულეთ თქვენი გეგმები ისე, რომ არ გაანდოთ ისინი სხვებს და დაგვიკერეთ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
- იმ შემთხვევაში თუ მეორე ბარათი აირჩიეთ
ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკუთარ თავს უბრალოდ არ აფასებთ. ბევრი ნიჭი გაქვთ, მაგრამ რატომღაც, ნაბიჯის გადადგმის გეშინიათ. ბევრი ადამიანი იყენებს თქვენს იდეებს და აღწევს კიდეც წარმატებას.
რჩევა თქვენთვის: არავის მოუსმინოთ და არ შეგეშინდეთ შეცდომის დაშვების. თქვენ ყველაფერი გაქვთ ოცნების ასასრულებლად.
- იმ შემთხვევაში თუ მესამე ბარათი აირჩიეთ
გირჩევთ დამშვიდდეთ. თქვენ უბრალოდ არასწორ დროს და არასწორ ადგილზე ხართ. ახლა არის შესაფერისი დრო იმის განსახორციელებლად რაც გსურთ.
რჩევა თქვენთვის: დაუთმეთ თქვენი თავისუფალი დრო სასარგებლო საქმეს. ეს დაგეხმარებათ, მიზნების დასახვაში და შემდგომ უკვე მათი განხორციელების გზების ძიებაში.
- იმ შემთხვევაში თუ მეოთხე ბარათი აირჩიეთ
გაფრთხილებთ, რომ გადაღლის პირას ხართ. თუ თქვენ ასე გააგრძელებთ საკმარისი ძალა არ გექნებათ თქვენი სურვილის ასასრულებლად, ვერ იაზროვნებ რაციონალურად. ეცადეთ დაისვენოთ, დაიცალოთ უარყოფითი ემოციებისაგან და განთავისუფლდეთ ცუდი აზრებისგან. რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, დაისვენეთ და გაიჩინეთ ახალი ჰობი.გააკეთეთ ის რასაც გული გიკარნახებთ და ნახავთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ახალი შემართებით დაიწყეთ იმ მიზნებისკენ სწრაფვა, რომლებიც დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. არ დაივიწყოთ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები, ისინი დაგეხმარებიან მიზნების მიღწევაში.
Discussion about this post