რატომ არ უპასუხა პრეზიდენტმა პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას? – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, შეუძლებელი იყო მალხაზ მაჩალიკაშვილი პრეზიდენტს დღეს რუსთაველის გამზირზე სპონტანურად შეხვედროდა.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, რატომ გაექცა პრეზიდენტი მედიას და რატომ არ გაკეთდა რუსთაველის გამზირზე ოფიციალური განცხადება.
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კომენტარი არ გააკეთა იმიტომ, რომ გრძელი სიტყვა ჰქონდა 9 აპრილთან დაკავშირებით როგორც 1989 წლის, ასევე 1991 წლის შესახებ. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრას, მას შეხვედრა რუსთაველის გამზირზე არ ჰქონდა დაგეგმილი. შეუძლებელია რუსთაველის გამზირზე ასეთი შეხვედრა პრეზიდენტთან სპონტანურად მოხდეს”,- განაცხადა ჟვანიამ.
Discussion about this post