პომადის წასმის სტილი და შესაბამისად, როგორი ფორმა აქვს ქალის პომადას, მათზე ბევრ რამეს ამხელს.
თუ თქვენი პომადა A სტილისაა
იმ შემთხვევაში თუ თქვენს პომადას ისეთი ფორმა აქვს, როგორიც ფოტოდან A სტილია, მიანიშნებს, რომ თქვენ შემოქმედებითი, ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევით. ამასთან, უპრობლემოდ შეგიძლიათ მიიღოთ არატრადიციული გადაწყვეტილებები. წარმატებით იყენებთ თქვენს შემოქმედებით ნიჭს პრობლემების გადასაჭრელად. თქვენ ხართ შესანიშნავი ადამიანი და ამაზე თქვენი სიმტკიცე მიანიშნებს.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი პომადა B-ს ფორმისაა
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან თავდაჯერებული ადამიანი და მუდმივად ცდილობთ კეთილი გამოჩნდეთ. ასევე ტოვებთ ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას, რომელიც მუდმივად ყველას უთანაგრძნობს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ეს თვისებები ზოგიერთებმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს. მაქსიმალურად ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ.
თუ თქვენი პომადა C სტილისაა
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან განვითარებული და კარგი ინტუიცია. ასევე ხართ ძალიან თავდაჯერებული და მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი სირთულეებისგან გაქცევას ცდილობს, თქვენ მათსავით არასდროს იქცევით. მზად ხართ ნებისმიერ გამოწვევას მხნედ შეხვდეთ და თქვენს წინაშე არსებული პრობლემები მარტივათ დაძლიოთ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენი პომადა E ფორმის არის
ეს ნიშნავს, რომ თქვენ ძალიან გაბედული, ძლიერი ადამიანი ბრძანდებით. გაგაჩნიათ ძლიერი ლიდერული თვისებები, რის გამოყენებასაც წარმატებით ახერხებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ თვისებების გამო, თქვენს გარშემომყოფებში მუდმივად იწვევთ აღფრთოვანებასა და პატივისცემას.
თუ თქვენი პომადა F ფორმის არის
ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, რომ მეგობრებს, გარშემომყოფებს თქვენი იმედი მუდმივად აქვთ და მათ ძალიან უყვარხართ. ასევე კარგად შეგიძლიათ შეინახოთ საიდუმლო და არ არსებობს რამე, რის გამოც თქვენ მას გაამხელთ. ხართ პატიოსანი და მუდმივად ცდილობთ მოიქცეთ პატიოსნად.
Discussion about this post