შოპინგი ხანდახან მოსადუნებელი, ხანაც დამსტრესველი საქმიანობაა. ეს ყველაფერი ხასიათზე და გარემოებებზეა დამოკიდებული. ჩვენ გირჩევთ ხრიკებს, რითიც საყიდლებზე სიარულის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდით.
ქსოვილის ხარისხი
ყოველთვის შეამოწმეთ ნაკერი ორივე მხარეს. თუ ის უხარისხოდაა შესრულებული, მაშინ სამოსი მალე გაფუჭდება.
წელიწადის დრო
მაგალითად, ნოემბრის მაგივრად იანვარში იშოპინგეთ. დააკვირდით როდის აქვთ ფასდაკლებები მაღაზიებს. იანვარში ზამთრის სამოსზე ფასი იკლებს, შემოდგომა კი ჯინსების საყიდლადაა კარგი პერიოდი.
მოთმინება
არ იყიდოთ ნივთი მაშინვე. რეკომენდირებულია დაიცადოთ 1 კვირა მას შემდეგ, რაც სამოსს მაღაზიაში დაინახავთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გადაწყვეტთ ნამდვილად გსურთ თუ არა კონკრეტული ნივთი.
Discussion about this post