საინფორმაციო სააგენტო The Guardian საინტერესო და უცნაურ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო შეეხება ფაქტს, რომელიც ესპანეთში, სამხრეთ ალმერიის რეგიონში მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ კაცი მაცივარს ხევში აგდებს. ამის შემდეგ პოლიციამ მას გადაგდებული მაცივარი უკან ამოატანინა, ხოლო ჯარიმის სახით 45 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ახალგაზრდა მამაკაცი ვიდეოში მაცივრის გადაგდებისას იძახის – „ გადამუშავება. მოდით, გადავამუშაოთ. ვნახოთ, რამდენჯერ შეუძლია გადაბრუნება!“
CNN-ის ინფორმაციით, კაცი ძველი ნივთების გადამამუშავებელ კომპანიაში მუშაობს. გადაგდებული მაცივარიც სწორედ აქედან ჰქონდა წამოღებული. პოლიციამ გამოძიების შედეგად 50-მდე სარეცხის მანქანა აღმოაჩინა, რომლებიც საწყობის გარეთ უმეთვალყურეოდ ეწყო. სწორედ ამიტომ, შესაძლებელია, კომპანიას დამატებითი სანქიცები დაეკისროს.
Discussion about this post