ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook გვერდზე, ანუკი არეშიძეზე დაწერა. ჟორჟოლიანის თქმით, დიზაინერი ჯვრისწერაზე ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. “პოლიტიკის დედაც ჯეკ, ძალიან ლამაზი იყო ანუკი გუშინ” – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ტელეწამყვანის პოსტს ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც გამოეხმაურა და ძლიერი პიროვნული ნიშნების მქონე ადამიანი უწოდა. “შენ ხარ კარგი გოგო ნანუკა, ძლიერი პიროვნული ნიშნებით, რაღაცეები არ გიშლის ხელს საკუთარი თავი იყო” – დაწერა ფსიქოლოქმა.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ, ანუკი არეშიძემ 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს. წყვილმა , 15 ივნისს შვილები მონათლეს და ნათლობის შემდეგ ჯვარიც დაიწერა. კალაძის და არეშიძის უმცროსი შვილების ნათლია სხვებთან ერთად საქართველოს პარტიარქიცაა.
Discussion about this post