საქართველოში ყველაზე ასაკოვან ადამიანად 118 წლის მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები ქალი მიიჩნეოდა, თუმცა შეიძლება არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ყველაზე ასაკოვან ქალად ანტისა ხვიჩავა დასახელდეს, რომელიც 132 წლისაა. ის დაიბადა 1880 წლის 8 ივლისს. მისი დაბადების მოწმობა დაკარგულია, რაც ეჭვქვეშ აყენებს, რომ ის ყველაზე ასაკოვანი ადამიანია დედამიწაზე.
ანტისა ცხოვრობს მის 42 წლის შვილიშვილთან ერთად. ქალბატონს არასდროს უვლია სკოლაში, ძირითადად ჩაის ფერმაში მუშაობდა. საუბრობს მხოლოდ მეგრულად. დღეს ქალბატონი ძალიან სუსტად არის, უჭირს მეტყველება და ვერ ცნობს ვერავის გარდა შვილისა და შვილიშვილებისა. ამბავს კი ანტისა ბებოს შესახებ, ადგილობრივი მედია ხშირად აქვეყნებს. მას დღესასწაულებზე სტუმრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ჩუქნიან საჩუქრებს.
2012 წელს, “ჩაი საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ სამუდამოდ?” – ამ სათაურით გამოეხმაურა ერთ-ერთი ამერიკული ინტერნეტ გამოცემა საქართველოში მცხოვრებ ქალბატონს. როგორც სტატიაში იყო ნათქვამი, შესაძლოა ყველაზე მოხუცი ადამიანი საქართველოში ცხოვრობდეს.
ანტისა ბებოს გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოვრებს კიდევ 100 წელს გადაცილებული 4 ადამიანი – საშა კაკულია, ვენერა გაწერელია, ვალია ქირია და შურა პაჭკორია. ვენერა გაწერელია მარტში 109 წლის გახდა. მას 52 შთამომავალი ჰყავს.
წყარო: fortuna.ge
Discussion about this post