სარკეს ყოველთვის შესანიშნავი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და აქვს. სარკე ასახავს ჩვენს გამოსახულებას, რომელიც ამავე დროს თავდაყირა გვიბრუნდება. ეს საშუალებას გვაძლევს უკეთ შევაფასოთ ჩვენი ასპექტები, რომელთა შესახებ არ ვიცოდით.
ანალოგიურად, ტესტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, შეეცდება გამოავლინოს თქვენი ფარული მხარე. წარმოგიდგენთ ექვსი განსხვავებული სარკის გამოსახულებას. რომლის ნახვა გსურთ? ძალიან დიდხანს ფიქრის გარეშე აირჩიე და შემდეგ აღმოაჩინე შენი არჩევანის მნიშვნელობა!
სარკე N: 1
თუ პირველი სარკე აირჩიეთ, ეს იმიტომ ხდება, რომ სულით თავისუფალი ხართ. მოგწონთ, როდესაც თავისუფლად გრძნობდეთ თავს ნებისმიერი ვალდებულებებისგან და, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი სოციალური შეთანხმებებისგან. თქვენი ცხოვრების გზაზე არასდროს იმოქმედებთ ისე, როგორც სხვები მოელიან თქვენგან და ყოველთვის განაგრძობთ თქვენი საქმის შესრულებას.
თქვენ შემოქმედებითი ადამიანი ხართ და სინამდვილეში ის საქმე, რასაც აკეთებთ, არავის შეუმჩნევია, მაგრამ ამას დღემდე აგრძელებთ. თქვენი ხასიათი ხშირად მარტოობისკენ გიბიძგებთ, არა იმიტომ, რომ ბუნებრივად მარტოხელა ხართ, არამედ იმიტომ, რომ სხვებს იშვიათად ესმით თქვენი.
სარკე N: 2
თქვენ ხართ პატიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც მეგობრები ყოველთვის ენდობიან. როდესაც პრობლემაა, თქვენ აუჩქარებლად და მშვიდად ცდილობთ მის აღმოფხვრას.
თქვენ პრაგმატიკოსი ხართ და არასდროს ფანტაზიორობთ ზედმეტად, ფაქტებით განსჯით და გადაწყვეტილებას იღებთ ამის საფუძველზე. ამასთან, თქვენ ხართ ნამდვილი პროფესიონალი თქვენს სამუშაო ადგილზე.
სარკე N: 3
თქვენ ხართ დაკვირებული ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ინტუიციით. თქვენი სიკაშკაშითა და თქვენი მარტივი ცხოვრების წესით სამეგობროში პოპულარობით გამოირჩევით.
თქვენ გიყვართ მარტივი ტავგადასავლები. თქვენ პეპელასავით ხართ რომელიც ყოველთვის ეძებს ახალ ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები შესაძლოა თქვენს ქმედებებს არასერიოზულად აღიქვავდეს, უნდა ითქვას, რომ თქვენ საკმაოდ მიზანდასახული და ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნება ხართ. უბრალოდ თქვენთსვის მთავარია, რომ რაიმე ბოლომდე მოინდომოთ და მთელი გულისყურით მიუდგეთ საქმეს.
სარკე N: 4
თქვენ ძალიან დახვეწილი ადამიანი ხართ, რომელიც არ გამოირჩევით ვულგარულობით და ბანალურობით. თქვენ ყოველთვის გხვდებათ რაიმე უჩვეულო თქვენი სახლის მოსაწყობად ან გარდერობის გასაახლებლად.
ამასთან, თქვენი ნიჭი არასოდეს არის გიჟური, თქვენ ყველასთვის სტაბილურობის და სიმშვიდის მაგალითი ხართ. მათ, ვინც კარგ რჩევას ეძებს, ყოველთვის იციან, რომ შენი კარი ყოველთვის ღიაა.
სარკე N: 5
მიყვარს ექსტრავაგანტულობა და ყველაფერი არაჩვეულებრივი ან არაბუნებრივი. გიყვართ მოგზაურობა, გიყვართ ახალი ხალხის გაცნობა და სხვადასხვა ახალი ადგილების მონახულება. მუდამ ერთ ადგილზე ყოფნა და იგივე საქმეების გაკეთება გაგიჟებთ.
თქვენი თავისუფლების სურვილი გიბიძგებთ არ შექმნათ ზედმეტად ძლიერი ბმები, რომლებიც თქვენთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდება. თქვენთვის ცხოვრება არის თავგადასავალი და თითოეული წამით ტკბობა..
სარკე N: 6
თქვენ მშვიდი და წყნარი ადამიანი ხართ, რომელიც თავს არიდებს მსხვილ კომპანიებს. თქვენ ხშირად ფიქრობთ თქვენს შინაგან მე-ზე და იმაზე თუ რისთვის ხართ შექმნილი და როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი სამყარო.
თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი სამყარო, საკუთარი წესებით, რომლებსაც არ ანდობთ სხვებს. გიყვართ ბუნება და ცხოველები, ასევე ლამაზი და გემოვნებით შექმნილი საგნები.
Discussion about this post