ყურადღებით დააკვირდით ფოტოს, აირჩიეთ ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და გაეცანით რა საიდუმლოებებს მალავს თქვენი ქვეცნობიერი.
- იმ შემთხვევაში თუ პეპელა N:1 აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ პოზიტიური ადამიანი. ხალხი პეპლებივით გიზიდავს სინათლისკენ, გამოირჩევით გულწრფელობითა და კეთილი გულით, რომელშიც ყველასთვის მოიძებნება თავისი ადგილი.
თქვენ ბევრს არ ფიქრობთ საკუთარ თავზე,ძალიან ზეუნავთ სხვებზე, სამყარო გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს და გააბედნიეროთ ის, რადგან როცა იღიმებით, მთელი მსოფლიო იღიმის!
- იმ შემთხვევაში თუ პეპელა N:2 აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ შემოქმედებითი ადამიანი,დაჯილდოვებული ხართ მრავალი ნიჭითა და შესაძლებლობებით. თქვენი მთავარი მტერი არის ეჭვი და არასრულფასოვნების შეგრძნება, რაც ხელს გიშლით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში. სამყარო გირჩევთ უფრო მეტად დაეყრდნოთ თქვენს ძლიერ მხარეებს და მიენდოთ გულს.
- იმ შემთხვევაში თუ პეპელა N:3 აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, განვითარებული გაქვთ ინტუიცია.გამოირჩევით გულწრფელობით, გირჩევთ არ ინერვიულოთ სხვა ადამიანების ქმედებების გამო, ეძებეთ “თქვენი” ხალხი, რომელთა წინაშეც შეგიძლიათ იყოთ გულწრფელი და გადაუშალოთ გული.
- იმ შემთხვევაში თუ პეპელა N:4 აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ ძალიან ცვალებადი ხასიათი გაქვთ,ზოგჯერ შეიძლება იყოთ ნაზი, ზოგჯერ უხეში.ხალხს ძალიან ხშირად უყვარდებით, მაგრამ თქვენ თუ შეგიყვარდათ ეს გრძნობა გულწრფელი და სამუდამოა. გირჩევთ, ყურადღება არ მიაქციოთ წვრილმანებს ცხოვრებაში.ეცადეთ გარშემო გყავდეთ ერთგული ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება!
Discussion about this post