ექსტრემალურ სიტუაციებში მოქცევის უამრავი წესი არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობის დაცვა შესაძლოა უარესი პრობლემების გამომწვევი აღმოჩნდეს თქვენთვის:
როგორ მოვიქცეთ გველის ნაკბენის შემთხვევაში? მითია, რომ ასეთ დროს გველს შხამი უნდა გამოწოვოთ. შხამი სწრაფად ვრცელდება სისხლში და მისი ამოწოვა არაეფექტურია. ამ დროს სასწრაფოდ უნდა წაიყვანოთ პაციენტი საავადმყოფოში.
რა უნდა ვქნათ თუ ტყეში დავიკარგეთ? მითია ის წესი, რომ ასეთ დროს სასწრაფოდ საკვების წყარო უნდა მოვძებნოთ. უფრო რაციონალურია ვიპოვნოთ წყლის წყარო და მოვიწყოთ თავშესაფარი მასთან ახლოს. ადამიანს საკვების გარეშე გაძლება დიდი ხნით შეუძლია, წყალი კი სასიცოცხლოდ გჭირდებათ. ასევე გადახურული სივრცე ამინდის რადიკალური ცვლილების შემთხვევაში გადაგარჩენთ.
როგორ გადავურჩეთ დათვს? მითი გახლავთ ის, რომ ასეთ დროს უნდა დავწვეთ და თავი მოვიმკვდარუნოთ. თუ ამ ცხოველს დაინახავთ, უნდა გაჩერდეთ და უკან ნელ-ნელა დაიხიოთ. ასე მას დაანახებთ, რომ მისი ტერიტორიის დარღვევას არ ცდილობთ.
Discussion about this post