ამჯერად სხვადასხვა ავიახაზების თანამშრომლები იმ ნიუანსებს გვიზიარებენ, რომელთა შესახებაც ცოდნა არ გვაქვს და მოგზაურობის დროს აუცილებლად გამოგვადგება. ყურადღებით გაეცანით ამ რჩევებს და დარწმუნებული იყავით რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გამოგადგეთ.
როცა რომელიმე პილოტი საპირფარეშოს სტუმრობს, კაბინაში აუცილებლად ბორტგამცილებელი შედის და მის დაბრუნებას ელოდება. იმ შემთხვევაში თუ მეორე პილოტი გონებას დაკარგავს, სამართავი კაბინის კარი ასეთ შემთხვევაში არ ჩაიკეტება.
თვითმფრინავში საკვები ყოველთვის უგემურია – ამაში ავიახაზების პერსონალს ვერ დავადანაშაულებთ. სიმართლე ის არის, რომ როცა ისეთ სიმაღლეზე ავდივართ, რა სიმაღლეზეც თვითმფრინავი ფრინავს, გემოს და ყნოსვის შეგრძნებები გვღალატობენ. ასეთ დროს ხმაური, დაბალი წნევა და ტენიანობაც თავის როლს თამაშობენ.
გაითვალისწინეთ, რომ კომფორტული სამოსი ბევრად კარგად გამყოფებთ – ნატურალური ქსოვილები და მოხერხებული ტანსაცმელი ჩაძინებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, რომ გამოიტენოთ ყურსაცობები და თვალის ნიღაბი.
Discussion about this post