პეტრე კოლხი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ლექსს უძღვნის და ამით უცხადებს მხარდაჭერას ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.
გთავაზობთ სასულიერო პირის ლექსს:
„შენ უწმინდესო, არ გაქვს უფლება,
მგლების ხროვაში დაგვტოვო მარტო…
იმედი როგორ დაგვიბრუნდება,
როცა უსიტყვო ტკივილზე ვდარდობთ…
მწყემსო კეთილო, მოხედე ვენახს,
სათქმელი გვაქვს და მაინც ვჩუმდებით…
გვექნება მარცვლისოდენა რწმენა,
თუ ქრისტესავით დაგვიბრუნდები…“
Discussion about this post