სოციალურ ქსელში ხატია გველესიანი პატრულის თანამშრომელთან მომხდარ შემთხვევაზე წერს.
“თუ იცნობთ ვინმე ამ ივანე მაისურაძეს, მახსოვს ბევრი წერს პატრულზე, რომელიც ღვედზე ედავება მძროლს. მართლა მეკეთა ღვედი, პირიქით ბავშვიც კი მყავს მიჩვეული, რომ როგორც კი მანქანაში ვჯდებით, მაშინვე უნდა გაიკეთოს, შეიკრას ღვედი.
ავუხსენი რომ ზემოდან ვერ ვიკეთებ ღვედს, რადგან ნაოპერაციები ვარ, მკერდი მაქვს მოჭრილი, ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ და ვერ ვიკეთებ ზემოდან, მაგრამ ყოველთვის მიკეთია და ეხლაც მეკეთა, მაგრამ … გაასაჩივრეო და მთავარი რაც მითხრა ის არის რომ თუ ავადმყოფი ხარ და ვერ იკეთებ ღვედს სწორადო, მაშინ არ უნდა დაჯდე საჭესთანოოო… მოკლედ მეგობრებოოო, არც 40 ლარზე ვდარდობ და არც ქულის დაკლებაზე, გული მწყდება რომ ასეთი ახალგაზრდა პოლიციელები გვყავს… ასეთი მიდგომით” – წერს სოციალურ ქსელში.
Discussion about this post