რუსეთში, ომსკის რაიონში მაცხოვრებელმა 17 წლის გოგონამ მუცელში დანით მრავლობითი ჭრილობა მიიყენა. მას 7 ჭრილობა ჰქონდა. საავადმყოფოში მიყვანისას, გოგონამ ექიმებს განუცხადა, რომ დანაზე დაეცა, თუმცა ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებდა.
გოგონას, რომელიც დაახლოებით 26 კვირის ორსული იყო, თვითდაზიანება ჰქონდა მიყენებული მუცელში – სკოლის მოსწავლემ განზრახ დაიზიანა მუცელი რათა ორსულობა შეეწყვიტა. თუმცა ექიმებმა როგორც გოგონას, ასევე ნაყოფის გადარჩენაც შეძლეს.
როგორც გაირკვა მისი ორსულობის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ.
ნიუპოსტი
Discussion about this post